fbpx
ეკონომიკაპოლიტიკა

რუსეთში გაცემულ „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათებს მათი მფლობელები საქართველოშიც ვერ გამოიყენებენ

6 მარტიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებსა და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათების გამოყენება, აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, დღეს „ვიზამ“ და „მასტერქარდმა“ შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება. შედეგად, ერთი მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათები.

6 მარტიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათების გამოყენება – აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას.

ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათების გამოყენებაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 6 მარტს ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა ფინანსურმა კორპორაციებმა – „ვიზამ“ და „მასტერქარდმა“ რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადეს. „მასტერქარდის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბანკები ვეღარ ისარგებლებენ მათი ქსელით და კომპანიის მიერ რუსეთის ფარგლებს გარეთ დამზადებული ბარათები აღარ იმოქმედებს რუსეთის მაღაზიებსა და ბანკომატებში.

„ვიზას“ ფინანსურ კომპანიაში განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთში გაცემული მათი ბარათები აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რუსეთის ფარგლებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ნებისმიერი „ვიზას“ ბარათი აღარ იმუშავებს რუსეთის ფედერაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close