fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

„დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე და მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო საქართველოში ჩამოვიდნენ

დამოუკიდებელი რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, „დოჟდის“ მთავარ რედაქტორ ტიხონ ძიადკოსთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა 6-იდან 7 მარტს ღამით. 

რამდენიმე დღით ადრე currenttime-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიხონ დიადკოს თქმით, გადაწყვიტა, დროებით დაეტოვებინა რუსეთი. ამასთან, ტელეარხის დაბლოკვას სასამართლოში გაასაჩივრებენ. წინა დღით, პირველ მარტს როსკომნადზორმა ტელეარხი დაბლოკა, 2021 წლის აგვისტოში „დოჟდი“ რუსეთის ხელისუფლებამ „ინოაგენტად“ (иноагент) გამოაცხადა. „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, ბოლო დროს მათ მუქარის შემცველი შეტყობინებები მოსდიოდათ. „დოჟდის“ ჟურნალისტების თქმით, ორი არჩევანი ჰქონდათ – ან დროებით შეეჩერებინათ მაუწყებლობა, რადგან სიმართლეს ვერ იტყოდნენ, ან გაეგრძელებინათ მუშაობა და ტყუილები ეთქვათ. „ჩვენ პირველი ავირჩიეთ, რადგან ჩვენს მაყურებელს ვერ მოვატყუებთ“, – განაცხადა კოტრიკაძე. როგორც ცნობილია, რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებებზე ტყუილ ინფორმაციას გაავრცელებს (კანონს უკუქმედების ძალაც აქვს, ანუ მიღების თარიღის წინა რიცხვებში მომხდარი „დანაშაულებისთვისაც“ შეუძლიათ პასუხი აგებინონ), ტყუილი კი, ცხადია, მათი კრიტერიუმებით, არის ყველა ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა. ჟურნალისტებს აუკრძალეს უკრაინაში მიმდინარე აგრესიას უწოდონ ომი. „ფეიკებისთვის“ (წაიკითხე – სიმართლისთვის) მათ 15 წელი ციხე ემუქრებათ.

ეკატერინე კოტრიკაძე თბილისშია დაბადებული 1984 წელს, თბილისში დაამთავრა სკოლა, უმაღლესი განათლება კი მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიიღო. საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი – კოტრიკაძის დედა – ლია ბახტაძე მოსკოვში, გურიანოვის 19 ნომერში 1999 წელს საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების დროს დაიღუპა (წყარო – ვიკიპედია). მათი ბინა აფეთქების ეპიცენტრის მაღლა მდებარეობდა. ამ დროს თავად ეკატერინე თბილისში იმყოფებოდა პაპასთან სტუმრად. ოფიციალური ვერსიით, კორპუსი ტერორისტებმა ააფეთქეს, თუმცა არსებობს ალტერნატიული ვერსია, რომ ამ და კიდევ 2 საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება რუსეთის სხვა ქალაქებში 6-14 სექტემბერს რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოაწყო, რათა პუტინის პრეზიდენტად არჩევისთვის ხელი შეეწყო და ამის მტკიცებულებაც არსებობს.

მოუსმინეთ „დოჟდის“ ეთერში ეკატერინე კოტრიკაძის ბოლო გამოსვლას.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close