fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

წლინახევრის კირილი რუსების ტყვიამ იმსხვერპლა, ტრაგედია AP-ს ჟურნალისტებმა აღბეჭდეს

„ასოშიეიტედ პრესის“ ჟურნალისტები მარიუპოლის საავადმყოფოში ომის რეპორტაჟს ამზადებენ, როდესაც სასწრაფო დახმარების მისაღებში  ახალგაზრდა მამაკაცი შემორბის. სისხლიან ცისფერ საბანში გახვეული დაჭრილი ჩვილი გულზე ჰყავს მიკრული. სასოწარკვეთილი დედა უკან მისდევს.

ექიმები ცდილობენ გადაარჩინონ წლინახევრის კირილის სიცოცხლე. ხელოვნური სუნთქვა, ელექტროშოკი – პატარას გული ვეღარ აამუშავეს.

ბავშვის მშობლებს – მარინას და ფედორს წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდათ თავს – ერთმანეთის მკლავებში ტირიან. იატაკზე ჩამუხლული, თავზარდაცემული მედ-პერსონალი ცდილობს გონების და ენერგიის მოკრებას – რუსული დაბომბვების შედეგად დაჭრილი სასწრაფოდ დასახმარებელი პაციენტები ყოველ წუთს შემოჰყავთ.

ამ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ ვერც დაჭრილი 6 წლის გოგონას გადარჩენა შეძლეს ექიმებმა.

უკრაინულ მარიუპოლს 10 დღეა თავდადებით იცავენ უკრაინელები რუსეთის ჯარის სახმელეთო და საჰაერო შემოტევებისგან. თუ რუსები ქალაქს აიღებენ, უკრაინას მთლიანად უკეტავენ ზღვაზე გასასვლელს და სახმელეთო კავშირს დაამყარებენ ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმთან.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close