მსოფლიოპოლიტიკა

ჩეხეთში იყიდება ბალიშები ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით

ჩეხეთში იყიდება ბალიშები ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით, ერთი ცალის ფასი 570 კრონაა (დაახლოებით 24 აშშ დოლარი). ბალიში ტექსტილის ჩეხური მაღაზიის, TMBK-ს ქსელში შეიქმნა.

მყიდველებს ჰპირდებიან, რომ ბალიშების გაყიდვიდან მიღებულ თანხას მთლიანად უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავენ.

„ამ პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული მთელი თანხა გადაერიცხება ორგანიზაციას „ადამიანები გასაჭირში“ უკრაინაში ომის მსხვერპლთათვის დახმარების აღმოსაჩენად“, – წერია ბალიშის აღწერაში საიტზე.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს ჩეხი მწარმოებლების მხრიდან უკრაინის დახმარების ერთადერთი შემთხვევა არ არის. მაგ., ცნობილმა ჩეხურმა ლუდის კომპანიებმა რუსეთში თავიანთი პროდუქციის გაგზავნა შეაჩერეს, აგრეთვე, ჩეხეთში სახელს შეუცვლიან სასტუმრო „მოსკოვს“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close