მიგრაციაქართველები უცხოეთში

უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად ლვოვიდან ავტობუსის სპეცრეისები დაინიშნა

უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქ ლვოვიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით, ყოველდღე, დილის 08:00-დან 09:00 საათამდე.

მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით აუცილებელია წინასწარ ჩაწერა შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, –  ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close