fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

წარმოშობით ებრაელი, ჰოლოკოსტის დროს დაღუპული წინაპრები და მშობლები, რომლებიც დღემდე ღარიბულად ცხოვრობენ – უცნობი ამბები პრეზიდენტ ზელენსკიზე

მსოფლიოში ახლა ყველაზე ცხელი წერილი უკრაინაა და ალბათ აღარ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის, ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი.

ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდა და ვლადიმირ პუტინს დაუპირისპირდა. ნებისმიერი ქვეყანა ისურვებდა, პრეზიდენტად ზელენსკის.

პრეზიდენტობამდე იყო კომიკოსი, მონაწილეობდა ფილმ „ხალხის მსახურში“, სადაც პრეზიდენტის როლს თამაშობდა.

2019 წელს მის პრეზიდენტად დანიშვნას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა.

ზოგიც ამბობდა, რომ კომიკოსი ქვეყანას ვერ მართავდა.

როგორც აღმოჩნდა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტობა არ ისწავლება და პრეზიდენტობისთვის პოლიტიკოსების კურსის გავლა უმაღლეს სასწავლებელში არც სჭირდება.

დღეს ბევრი საუბრობს, რომ საბჭოთა კავშირი ამერიკელმა მსახიობმა რონალდ რეიგანმა დაშალა და მეორე მსახიობი ვოლოდიმირ ზელენსკი იმპერიაზე მეოცნებე რუსეთს გეგმებს ჩაუშლის და გაანადგურებს.

21 თებერვლის შემდეგ საქართველოშიც ბევრი საუბრობს ქვეყნის შიგნით ზელენსკის ტიპის ლიდერის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

საინტერესოა, რა გზა გაიარა პრეზიდენტობამდე უკრაინის მე-6 პრეზიდენტმა.

ის ჯერ მხოლოდ 44 წლისაა.

დაიბადა საბჭოთა კავშირში, 1978 წლის 25 იანვარს, კრივოი-როგში, უკრაინის სსრ-ში, ებრაელი მშობლების ოჯახში.

საინტერესოა მისი წინაპრების ისტორია.

მისი პაპა, სიმიონ ივანეს ძე ზელენსკი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წითელ არმიაში მსახურობდა. სემიონის მამა და სამი ძმა  ჰოლოკოსტის დროს მოკლეს.

მამა, ალექსანდრ ზელენსკი არის პროფესორი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის ხელმძღვანელი.

დედა, რიმა ზელენსკა მუშაობდა ინჟინრად. დაწყებითი სკოლის დაწყებამდე ოთხი წლის მანძილზე ცხოვრობდა მონღოლეთში, ქალაქ ერდენეტში, სადაც მამამისი მუშაობდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები კრივოი-როგში ცხოვრობენ ჩვეულებრივ, საბჭოთა პერიოდში აშენებული კორპუსის ოთხოთახიან ბინაში. 

როგორც მათთან ინტერვიუზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, სახლში ძვირფასი რემონტი არაა, სამაგიეროდ „კვარტალ 95“-ის უამრავი აფიშაა.

ზელენსკი ფლობს კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის დიპლომს იურისპრუდენციაში. მიუხედავად ამისა, მას არასდროს უმუშავია პროფესიით.

ზელენსკი ფლობს უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

17 წლის ასაკში ზელენსკი შეუერთდა ადგილობრივ „კავეენს“, მოგვიანებით მიიწვიეს უკრაინულ გუნდ „ზაპოროჟიე-კრივოი-როგ ტრანზიტში“, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში და 1997 წელს გუნდმა გამარჯვებაც მოახერხა.

ამავე წელს მან შექმნა „კვარტალ 95“. 1998-2003 წლებში „კვარტალ 95“ მონაწილეობდა „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში. გუნდი დროს, ძირითადად, მოსკოვში ატარებდა და დადიოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში. 2003 წელს გუნდმა დაიწყო შოუების შექმნა უკრაინული ტელეარხ „1+1“-ისთვის და 2005 წელს ტელევიზია „ინტერში“. გადაინაცვლა

ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში.

2008 წელს მონაწილეობდა „სიყვარული დიდ ქალაქში“, მოგვიანებით ითამაშა ფილმის მეორე ნაწილშიც.

გააგრძელე კითხვა აქ: fortuna-warmoshobit-ebraeli

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close