fbpx
მედიცინა

როგორ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი იოდი რადიაქტიული საფრთხის დროს – უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის რჩევა

ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მოსახლეობას რადიაქტიული საფრთხისგან ჯანმრთელობის დაცვის სწრაფ და მარტივ საშუალებას სთავაზობს, რომელიც უნდა გაკეთდეს მხოლოდ ერთჯერადად.

„ვინაიდან ყველა მიმართულებით ისვრიან, შესაძლებელია ჩვენი რომელიმე ატომური სადგური დააზიანონ და მოსახლეობას რადიაქტიული საფრთხე დაემუქროს. პირველი, რაც ასეთი დაზიანების დროს ხდება, რადიაქტიული იოდის გამოფრქვევაა, რაც კლავს ფარისებრ ჯირკვალს. ამიტომ თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი წესები უნდა გავითვალისწინოთ. თუ საფრთხე არსებობს, უნდა მიიღოთ დიდი დოზით იოდი, რათა ფარისებრი ჯირკვალი გადარჩეს. ეს ეფექტურია წინასწარ, თუ საფრთხე ძალიან რეალურია და უახლოეს ნახევარ საათშიც შეიძლება რეალობად იქცეს ან დაზიანება/აფეთქებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში. თუ ამას აფეთქებიდან 2 საათის განმავლობაში გავაკეთებთ, დაცვის ეფექტი 90%-მდე იქნება. ნახევარი საათით ადრე კი – 100%.

ყურადღება: ეს საშუალება უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ერთხელ, ერთჯერადად. მისი გამეორება არ შეიძლება.!

რომელ იოდის მიღებაზეა საუბარი და ვისთვის რა დოზებით

ეს არის კალიუმის იოდიდი, რომელიც აბების ფორმით გვხვდება. მასში 250 მილიგრამი იოდია და სპეციალურად განკუთვნილი პრევენციული დოზაა რადიაციის დროს. ეს ძალიან დიდი დოზაა, 3-ათასჯერ აღემატება დღიურ ნორმას და ამიტომ სპეციალურად ბირთვული საფრთხის დროს გამოიყენება.

2 წლის ასაკიდან ადამიანმა უნდა გამოიყენოს ნახევარი აბი, ანუ 125 მილიგრამი. 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა – 40 მილიგრამი, ანუ აბის თითქმის მეექვსედი. თუ არ არის ხელმისაწვდომი კალიუმის იოდიდი და, სავარაუდოდ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ასეც იქნება, ალტერნატივად 5%-იანი იოდის ხსნარიც გამოგადგებათ.

როგორ გამოვიყენოთ იოდი რადიაციის დროს?

14 წელზე უფროსი ასაკის ადამიანმა 5%-იანი იოდის 40 წვეთი უნდა მიიღოს. ეს წვეთები თბილ რძეში ან წყალში გახსენით და დალიეთ.

5-დან 14 წლამდე ბავშვებმა – 20 წვეთი უნდა გახსნან რძეში ან წყალში და მიიღონ.

5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მისი დალევა აკრძალულია!

როგორ უნდა დავიცვათ 5 წლამდე ასაკის ბავშვები?

2-დან 5 წლამდე: 20 წვეთი იოდი გააზავეთ წყალში და სხეულზე იოდის უჯრები, ე.წ. „კლეტკები“ გაუკეთეთ – ბარძაყზე, წინამხარზე.

2 წლამდე ასაკის ბავშვებს იგივე იოდის უჯრები 10 წვეთი იოდით გაუკეთეთ, რომელიც ასევე წყალშია გახსნილი.

ყურადღება: ეს საშუალება უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ერთხელ, ერთჯერადად. მისი გამეორება არ შეიძლება!

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close