რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალია

ანტიქრისტეს ფრესკა იტალიაში – ხომ არ გეცნობათ?! (ვიდეო)

სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა შენიშნა უჩვეულო მსგავსება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ანტიქრისტეს ფრესკას შორის, რომელიც იტალიაში, ემილია რომანიის რეგიონში, ქალაქ პომპოზის ბენედიქტელთა მონასტერშია (Abbazia di Pomposa).  

ცნობილ ფრესკაზე ასახულია განკითხვის დღე. ავტორი  იტალიის ტრეჩენტოს ეპოქის მხატვარია, XIV საუკუნის ბოლონიის ხელოვნების სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ვიტალე დი ალმო დე კავალი, იგივე ვიტალე და ბოლონია (Vitale da Bologna, Vitale di Almo de’ Cavalli). ფრესკა შესრულებულია 1350 წელს.

როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, მხატვარს ნამდვილად ხილვა ჰქონდა. ძნელია არ დაეთანხმო…

ბენედიქტელთა მონასტერი პომპოზაში

აქვე აღვნიშნავთ, რომ იმავე პერიოდში, დაახ. 1350 წელს არის შექმნილი ვიტალე და ბოლონიას ყველაზე ცნობილი შედევრი – წმინდა გიორგი, რომელიც დრაკონს ამარცხებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close