fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

რამდენი ჯარისკაცი და რამდენი ერთული სამხედრო ტექნიკა დაკარგა 5 დღეში რუსეთმა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ანა მალიარის განცხადებით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსული საოკუპაციო ძალების დანაკარგებმა 5 300 ჯარისკაცი შეადგინა.

მისი თქმით, მტრის სავარაუდო ჯამური დანაკარგები 24 თებერვლიდან 28 თებერვლის 06:00 საათამდე ასეთია: 29 ერთეული თვითმფრინავი, 29 ერთეული ვერტმფრენი, 191 ერთეული ტანკი, 816 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 74 ერთეული საარტილერიო დანადგარი, ერთი ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა BUK -1 და Grad-21, 291 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 60 ერთეული საწვავის ავზი, სამი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, ორი ერთეული საზღვაო ხომალდი/კატერი, ხუთი ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. პირად შემადგენლობას შორის დანაკარგი კი დაახლოებით 5 300 ჯარისკაცია.

ინფორმაცია საორიენტაციოა და შესაძლოა დაზუსტდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლების მიმდინარეობისას მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, რადგან მეთაურები, პირველ რიგში, ყურადღებას ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ“, – განაცხადა მალიარმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close