მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის 64-კილომეტრიანი სამხედრო კოლონა კიევს მიუახლოვდა

ამერიკული კომპანია Maxar-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ კიევის შემოგარენს მიაღწია რუსეთის სამხედრო კოლონამ, რომელიც დაახლოებით 64 კმ-ის სიგრძისაა. CNN-ი იუწყება, რომ თეთრი სახლი მის გადაადგილებას ყურადღებით აკვირდება.

გამოცემასთან ინტერვიუში რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან არა მხოლოდ კოლონის სიდიდით, არამედ ბოლო დღეებში მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდით.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენისას დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close