fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება – ცეცხლის შეწყვეტის პირველი მცდელობა?

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის წინასწარი პირობების გარეშე გაიმართება შეხვედრა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე. 

„ალექსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შედეგი:

შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია, წინასწარი პირობების გარეშე, რუსეთის დელეგაციას შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში.

ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეხვედრა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიპლომატებს შორის გაიმართება და არა უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებს შორის. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბელარუსის პრეზიდენტი იღებს.

მანამდე, დღის პირველ ნახევარში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა ბელარუსის ქალაქ გომელში წასვლაზე, სადაც სთხოვდა მას რუსეთის დელეგაცია სამშვიდობო შეხვედრას. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მზადაა სამშვიდობო შეხვედრაში მონაწილეობისთვის, თუმცა არ ჩავა იმ ქალაქში, საიდანაც რუსული რაკეტებით უკრაინას უტევენ.

CNN უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი იენინზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინასა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ორშაბათს, 28 თებერვალს გაიმართება,  დილის საათებში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close