მიგრაციაპოლიტიკა

უკრაინა შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანმა დატოვოს – ქვეყნის საზღვარი 150 000-ზე მეტმა ლტოლვილმა უკვე გადაკვეთა

საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინა 150 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ დევნილთა საკითხებში გაეროს კომისარმა ფილიპო გრანდიმ „ტვიტერზე“ დაწერა.

მისივე თქმით, დევნილების ნახევარი პოლონეთში გადავიდა, ნაწილი კი – მოლდოვაში, რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

როგორც გრანდი აცხადებს, ბევრი ადამიანი უკრაინაში საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, თუმცა მათი რაოდენობის დადგენა რთულია.

ბევრი ფეხით, თუმცა სხვანი მატარებლებით, ავტომანქანებით და ავტობუსებით გავიდნენ ქვეყნიდან. მათ გრძელი რიგების გავლა უწევდათ სასაზღვრო გამშვებ ცენტრებში.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე ტვიტერის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინიდან  პირველი  4000-კაციანი ნაკადი მოლდოვაში შევიდა. მთავრობამ დროებითი განთავსების ცენტრები მოაწყო პალანკასა და ოკნიციას მახლობლად და აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვრები ღიაა უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უსაფრთხო ტრანზიტი ან დარჩენა სჭირდებათ.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ვარაუდობს, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში უკრაინას ოთხ მილიონამდე ადამიანი დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით (2020 წლის 1-ლი იანვრის მაჩვენებელი) უკრაინაში 44,13 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close