მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

უკრაინაში, ბუნკერში 3 ბავშვი დაიბადა – „მათ ომი უკვე აქვთ გენეტიკურ კოდში“

უკრაინაში უკვე მესმე დღეა ომია. განგაშის სიგნალის გაგონებისთანავე მოსახლეობა ბუნკერებსა და მეტროსადგურებს აფარებს თავს. 

სოციალურ ქსელში მძიმე ფოტოები ვრცელდება, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ბომბების აფეთქებისაგან  თავის გადარჩენას. მესამე ღამეი ისინი ბუნკერებსა და მეტროსადგურებში ათენებენ ღამეს.

ამის პარალელურად კი გავრცელდა ახალშობილის ფოტო, რომელიც 25  თებერვალს, ომის მეორე ღამეს ბუნკერში დაიბადა. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„წუხელ, გოსტომელის ღრიალისა და სირენების გოდების ქვეშ, ჩემმა ცოლმა გააჩინა ჩემი ქალიშვილი! როგორც ვარსკვლავი სიბნელეში ასეთ რთულ დროს… ვიკუსია, შენ საოცრება ხარ!
გმირი ქალაქი კიევი, სამშობიარო საავადმყოფო, თავშესაფარი ბომბებისგან, ის ასევე არის საოპერაციო, ექიმები მუშაობენ და ქალები მშობიარობენ.. დიდება უკრაინას და ჩვენს ჯარისკაცებს“, – თქვა ახალშობილის მამამ.

კიევში, ბომბის თავშესაფარში კიდევ ორი ბავშვი დაიბადა.

„ორი ახალი სიცოცხლე, რომლებსაც უკვე აქვთ ომი გენეტიკურ კოდში. ცხოვრება გრძელდება ვერავინ დაგვამარცხებს!“ – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.

„თუ ბავშვები იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი, როდესაც გრძელდება დაბომბვა, მტერს არ აქვს არავითარი შანსი გამარჯვების ამ უდავოდ სახალხო ომში“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვუწევთ ღირსეულ წინააღმდეგობას, დარწმუნებული ვარ, ამას ახალ ამბებშიც ხედავთ.  მინდა  მხოლოდ ერთი რამ გითხრათ: ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა. თუ ბავშვები იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი, როდესაც დაბომბვა გრძელდებ, მტერს არ აქვს გამარჯვების არავითარი შანსი ამ უდავოდ სახალხო ომში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close