ჰოროსკოპი

ზოდიაქო: ოთხი ნიშანი და ნამდვილი სიყვარულის პოვნის უდიდესი შანსი მარტში

გაზაფხული, ზოგადად, და მისი პირველი თვე ბუნების გამოღვიძების პერიოდია. ასევე იღვიძებს ადამიანის გრძნობები, რადგან ჰაერში რაღაც უჩვეულო და რომანტიკული ატმოსფერო ლივლივებს.

მაშ ასე, ვის „ემუქრება“ სიყვარულის მორევში ჩათრევა.

ვერძი: როგორც იქნება, გააცნობიერებთ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: წარსული წარსულს უნდა ჩააბაროთ და წინ იმოძრაოთ. როგორც კი ამას მიხვდებით, გულწრფელად აპატიებთ ექსსიყვარულს და აღარ ჩაეჭიდებით მას, ჰორიზონტზე მაშინვე გამოჩნდება ახალი. შესაძლოა ახალი ურთიერთობები მარტშივე არ დაიწყოთ (უბრალოდ, არ დააჩქაროთ მოვლენები), მაგრამ აუცილებლად იგრძნობთ, რომ ისევ დგება გაზაფხული არა მარტო ბუნებაში, არამედ თქვენს სულსა და გულში.

კურო: გახსოვთ პოპულარული ქართული ფილმი „გარიგება“? თქვენთვის მარტის პროგნოზს ამ ფილმიდან სადღეგრძელო-ციტატა შესანიშნავად აღწერს: „შემოფეთებისა იყოს, აი, იმ თვალების შემოფეთებისა, თქმით რომ არაფერს გეტყვის, მაგრამ გაგრძნობინებს, წამის მარადიულობას რომ განატრებინებს და გულსაც რომ აგიფორიაქებს“. დიახ, ამ თვეში სიყვარულს სრულიად მოულოდნელად შეხვდებით. უბრალოდ, ენდეთ ბედს, „შემოფეთებას“ და არ შეუშინდეთ, თქვათ „დიახ“.

სასწორი: თუ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი სიყვარული, მისი პოვნის შანსი სწორედ გაზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება. ამასთან, ვარსკვლავების პროგნოზით, ამ საკითხში მნიშვნელოვანი როლი მეგობრებმა შეიძლება შეასრულონ. დიდი ალბათობით, სწორედ მათი მეოხებით შეხვდებით მომავალ მეორე ნახევარს. ასე რომ, უარი არ თქვათ, როდესაც მიგიწვევენ დაბადების დღეებზე, წვეულებებზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე. გახსენით გული – მარტი თქვენი თვეა.

მერწყული: პარადოქსია, მაგრამ არაა აუცილებელი, მარტში ვინმე ახალს შეხვდეთ, რომ რომანტიკული ურთიერთობები დაიწყოთ. მიიხედ-მოიხედეთ – იქნებასტროლოგია თქვენი საურთიერთობო წრიდან ვიღაც უკვე დიდი ხანია თქვენ მიმართ ინტერესს იჩენს, ყურადღებას და თბილ ემოციებს ამჟღავნებს? ისღა დაგრჩენიათ, თქვენზე მეოცნებე შეამჩნიოთ. იმასაც ამბობენ, ყველაზე მტკიცე, მყარი და ღრმა გრძნობები მეგობრობიდან მოდისო…

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close