fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

სამეფო ოჯახში არეულობა გრძელდება

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი ოფიციალურ შეხვედრაზე კარგად გამოიყურებოდა. საზოგადოებას ეჭვი ჰქონდა, რომ დედოფალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც, თუმცა მის ოჯახს ბევრად უფრო დიდი  პრობლემა აქვს.

ბრიტანეთის პოლიციამ დაიწყო გამოძიება და იკვლევს  პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ორგანიზაციის საქმიანობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანხის სანაცვლოდ ადამიანებს გარკვეულ წოდებებს ანიჭებდნენ. საქმეში გამოიკვეთა ერთ-ერთი ბიზნესმენიც საუდის არაბეთიდან.

სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უელსის პრინცს არ ჰქონდა ინფორმაცია, მის საქველმოქმედო ფონდში შემოსული შემოწირულობებით წოდების მინიჭებასა და ბრიტანეთის მოქალაქეობას რომ სთავაზობდნენ ადამიანებს.

სამეფო ოჯახში არეულობა გრძელდება. 21 თებერვალს პრინც ჩარლზის ძმამ შეთანხმებას მიაღწია ქალთან, რომელიც მას წარსულში მომხდარ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, თუმცა ამ ბრალდებას პრინცის ძმა უარყოფს.

euronewsgeorgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close