fbpx
მედიცინა

D ვიტამინის დონის მატება კოვიდპაციენტებს ინფექციის მძიმე მიმდინარეობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში შეიძლება დაეხმაროს – კვლევა

როგორც აცხადებენ მეცნიერები ისრაელიდან, შეაგროვეს დღემდე ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ D ვიტამინის დონის მატება კოვიდპაციენტებს ავადმყოფობის მძიმე მიმდინარეობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში შეიძლება დაეხმაროს.

ბარ ილანის უნივერსიტეტისა და გალილეის სამედიცინო ცენტრის მკვლევრები ამბობენ, რომ ვიტამინს ისეთი ძლიერი გავლენა აქვს დაავადების სიმძიმეზე, რომ მათ შეუძლიათ პროგნოზი გააკეთონ, თუ როგორ იგრძნობენ თავს ადამიანები ინფიცირების შემთხვევაში მხოლოდ მათი ასაკისა და D ვიტამინის დონის მიხედვით.

მეცნიერების განცხადებით, D ვიტამინის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხის დონეს.

კვლევა ისრაელში კორონავირუსის პირველი ორი ტალღის დროს ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება და იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც ვაქცინები ხელმისაწვდომი არ იყო. ექიმებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიტამინის დანამატები ვაქცინების შემცვლელი არ არის. ის იმუნიტეტის დონის დაცემის თავიდან აცილების საშუალებაა.

გალილეის სამედიცინო ცენტრის ექიმისა და ბარ ილანის უნივერსიტეტის მკვლევრის, ამიელ დრორის განცხადებით, D ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში კორონავირუსის დაავადების მძიმე ფორმის განვითარების შანსი დიდია.

D ვიტამინი ადამიანებს კოვიდინფექციის დროს ეხმარება, რადგან ეფექტიანად აძლიერებს იმუნურ სისტემას ვირუსულ პათოგენებთან გასამკლავებლად, – ამბობენ მეცნიერები.

ისრაელისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებმა რეკომენდაცია გაუწიეს D ვიტამინის დანამატებს კორონავირუსის წინააღმდეგ, თუმცა მონაცემები მისი ეფექტიანობის შესახებ აქამდე მწირი იყო.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close