არტისტი

ვისი ქალიშვილია უკრაინული „ვოისის“ კონკურსანტი ლია მელაძე, რომელმაც ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა (ვიდეო)

კონსტანტინე მელაძის ქალიშვილი ლია ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ჩნდება შოუბიზნესში.

ქართველი გოგონა ლია მელაძე უკრაინულ „ვოისში“ ცნობილი სიმღერით Hallelujah წარდგა. ბრმა კასტინგზე მას ჟიურის წევრებიდან ოთხივე შეუტრიალდა. გოგონამ სიმღერის ბოლოს ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.

გოგონას ჟიურის ერთ-ერთი წევრი ჩაეხუტა და დაამშვიდა. ჟიურის წევრები დაინტერესდნენ მისი გვარით და აღმოაჩინეს, რომ ლია კონსტანტინე მელაძის ქალიშვილია. „მამა შენით იამაყებს“, – უთხრეს მას ჟიურის წევრებმა.

ლია ბავშვობიდან მღერის და საკუთარი ჯგუფიც კი ჰქონდა, რომელშიც სოლისტად გამოდიოდა. შემოქმედებით ოჯახში გაზრდილს სითამამე არ აკლდა და მამაც ხელს უწყობდა ვოკალის განვითარებაში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by на луне (@meladzeliya)

ლია კონსტანტინესა და მისი პირველი ცოლის – იანას შუათანა ქალიშვილია. წყვილმა ერთად 19 წელი იცხოვრა, მათ სამი შვილი გაუჩნდათ, თუმცა მერე კონსტანტინეს პირველი ოჯახი დაიშალა და მან ვერა ბრეჟნევა შეირთო ცოლად.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close