fbpx
მედიცინამსოფლიო

ესპანეთში შექმნეს ტესტი, რომელსაც სწრაფად შეუძლია დაადგინოს, ესაჭიროება თუ არა ადამიანს ვაქცინის დამატებითი დოზა

ესპანელმა მეცნიერებმა შექმნეს ტესტი, რომელსაც სწრაფად შეუძლია დაადგინოს, ესაჭიროება თუ არა ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური რადიოსადგური Onda Cero ავრცელებს.

აღნიშნული სახეობის ტესტი კანარის კუნძულების საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სპეციალისტებმა შექმნეს და ის უჯრედის იმუნიტეტის მდგომარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

ტესტირების პროცედურა შემდეგია: პაციენტის წინამხარში ხსნარი შეჰყავთ, რომელიც SARS-CoV-2-ის სპაიკის ცილას შეიცავს, რათა კანის რეაქცია შეისწავლონ.

ტესტი აჩვენებს, არსებობს თუ არა უჯრედის იმუნიტეტი აღნიშნული პათოგენის წინააღმდეგ. ტესტის პასუხი 12-48 საათშია ხელმისაწვდომი.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close