მსოფლიოპოლიტიკა

პუტინი-მაკრონის გრძელი მაგიდის საიდუმლო ამოხსნილია

ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი 7 თებერვალს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ. ს მაგიდის სიგრძე, რომელსაც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრისას მიუსხდნენ, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა და იუმორის მოყვარულებმაც არაერთი სახალისო გამოხმაურება გამოაქვეყნეს.

რატომ ისხდნენ პრეზიდენტები 4 მეტრის სიგრძის მაგიდასთან და რა გახდა ამხელა დისტანციის მკაცრად დაცვის მიზეზი – ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთის მერ მოთხოვნილი კორონავირუსის ტესტის ჩატარებაზე.

კარგად ვიცოდით, რომ ამის გამო აღარ იქნებოდა ხელის ჩამორთმევა და იქნებოდა ასეთი გრძელი მაგიდა, მაგრამ ვერ დავუშვებდით, რომ პრეზიდენტის დნმ მათ ხელში ჩავარდნილიყოო, აცხადებს წყარო Reuters-თან.

მეორე წყაროს ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მკაცრად უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული პუტინის ე. წ. ჯანმრთელობის ბაბლი. იგივე წყარო ამბობს, რომ მაკრონმა რუსეთში გაფრენამდე გაიარა ფრანგული PCR ტესტი, რუსეთში კი მას პირადმა ექიმმა ჩაუტარა ანტიგენის ტესტი.

პუტინისა და მაკრონის მოლაპარაკებები მოსკოვში 7 თებერვალს გაიმართა და ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.

მოლაპარაკებების დროს პუტინი და მაკრონი დიდ მაგიდასთან ისხდნენ და ერთმანეთს არ მიახლოებიან, არც ხელი ჩამოურთმევიათ ერთმანეთისთვის. ამის საპირისპიროდ, 10 თებერვალს პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევის შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერებმა ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს და ახლო მანძილზეც ისხდნენ.

წყარო: rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close