fbpx
სპორტი

პეკინი 2022 – კაზაკოვა-რევიას წყვილი ფინალურ ეტაპზე გადავიდა (ვიდეო)

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დღეს (12 თებერვალი) გაიმართა წყვილებს შორის შეჯიბრება ფიგურულ ციგურაობაში, რიტმულ ცეკვებში. საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

მათ შესანიშნავად გაართვეს თავი საკმაოდ რთულ ამოცანას, 67.08 ქულა დააგროვეს და მე-18 ადგილი დაიკავეს. ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება 23 წყვილიდან 20-ს ეძლევა, მიღებული ქულების შესაბამისად, ასე რომ, ქართველი მოციგურავეები ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ, სადაც თავისუფალ ცეკვას შეასრულებენ.

ფინალური ტურნირი 14 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close