„ქალის სურნელის“ (1992 წ.) ვარსკვლავი, 81 წლის ალ პაჩინო ხუთშაბათს კალიფორნიაში, ქალაქ ბევერლი ჰილზში (ლოს ანჯელესის ოლქი, კალიფორნია), ქუჩაში ცეკვა-ცეკვით სეირნობისას შეამჩნიეს და ვიდეო გადაუღეს.
თავისუფალ შავ ტოპში, შესაფერის სპორტულ შარვალსა და შავ ბოტასებში გამოწყობილ ალ პაჩინოს შავი სათვალეები ეკეთა და მობილურ ტელეფონზე შეერთებული ყურსასმენებით ისმენდა მუსიკას, რომლის რიტმზეც ცეკვავდა, სამხრეთ კალიფორნიის მზით გამთბარი და გახალისებული.
ლეგენდარული მსახიობი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, ასევე, ფილმებში „ნაიარევი სახე“, „ნათლია“, „ეშმაკის ადვოკატი“, „გლენგარი გლენ როსი“ და სხვ. შესრულებული მთავარი როლებით, ცოტა ხნის წინ რიდლი სკოტის ფილმში „გუჩის სახლი“ გამოჩნდა ლედი გაგასთან, ადამ დრაივერთან, ჯერემი აირონსთან, ჯარედ ლეტოსა და სალმა ჰაიეკთან ერთად. 81 წლის მსახიობმა ფილმში ალდო გუჩის როლი შეასრულა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები