ნიუ-იორკში, ცენტრალური პარკის შუაგულში ოქროს კუბი დადგეს. მის შესაქმნელად 186 კილოგრამი სუფთა, 24-კარატიანი ოქრო გამოიყენეს, – ამის შესახებ New York Post-ი წერს.
„ეს არის ხელოვნების კონცეპტუალური ნამუშევარი თავისი ყველა ასპექტით. მისი შექმნის იდეა იყო რაიმე ისეთის გაკეთება, რაც ჩვენი სამყაროს მიღმაა, რაც არამატერიალური და ხელშეუხებელია“, – ამბობს ნამუშევრის ავტორი ნიკლას კასტელო.
კუბი შვეიცარიაში, სპეციალურად მის დასამზადებლად შექმნილ ღუმელში $11.7 მილიონის ღირებულების ოქროთი ჩამოასხეს.
„კუბი შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ სიმბოლოდ 21-ე საუკუნის განვითარებად კულტურულ ეკოსისტემას, რომელიც კრიპტოვალუტაზეა დაფუძნებული, და უძველეს სამყაროს შორის, სადაც ოქრო ბატონობდა“, – აცხადებს გალერისტი ლისა კენდჰოფერი.
ნამუშევარს დაცვის სამსახური დარაჯობს.
imedinews.ge
კომენტარები