მსოფლიო

770 კმ-ზე გადაჭიმულმა ელვამ აშშ-ის 3 შტატი მოიცვა!

მეგანათებამ წინა რეკორდი 70 კილომეტრით გააუმჯობესა

თითქმის 770 კილომეტრის მანძილზე გადაჭიმული ელვა, რომელმაც აშშ-ის სამი შტატი მოიცვა, მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, ამ წარმოუდგენელმა მეგანათებამ წინა რეკორდი 70 კილომეტრით გააუმჯობეს

ელვა იმდენად გრძელი იყო, რომ მისისიპის, ლუიზიანასა და ტეხასის მთების ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ეს სიგრძე ლონდონსა და ჰამბურგს შორის მანძილს უტოლდება. „ექსტრემალური გარემო მოვლენები ბუნების ძალის ცოცხალი საზომია. სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო ექსტრემალური მოვლენები არსებობს ჩვენს ირგვლივ და უახლოეს მომავალში მათ დაკვირვებას შევძლებთ, ელვის დაფიქსირების ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად“, – განაცხადა პროფესორმა რენდალ სერვენიმ, WMO-ს წარმომადგენელმა.

როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს მსგავსი მოვლენები, ისინი ბუნების ძალას და უსაფრთხოების მნიშვნელობას გვახსენებს. WMO-ს გენერალური მდივნის თქმით, ელვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად უამრავ სიცოცხლეს იწირავს. დასკვნები კი ხაზს უსვამს ელექტროფიცირებულ ღრუბლებში წარმოქმნილ საშიშროებას.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close