ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს სახლების ძარცვის ბრალდებით

„ისინი განსაკუთრებით გააქტიურდნენ წლის ბოლოს სადღესასწაულო არდადეგების პერიოდში შალონ-ან-შამპანის (მარნის დეპარტამენტი) სექტორში“ – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ორმა მამაკაცმა ათზე მეტი კერძო სახლი გაძარცვა.

ეჭვმიტანილები 19 იანვარს დააკავეს მარნის ჟანდარმერიის თანამშრომლებმა რეიმსში, სადაც ისინი უკანონდ ცხოვრობდნენ ერთ-ერთ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაში (squat), ინფორმაცია კი მედიაში იანვრის ბოლოს გავრცელდა. მათ ბრალად ედებათ კერძო სახლების გაძარცვა. ჟანდარმებმა ჩხრეკისას 8000 ევრომდე ღირებულების ნივთები ამოიღეს.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები განსაკუთრებით გააქტიურდნენ 2021 წლის ბოლოს, როდესაც საშობაო-საახალწლო არდადეგების დროს მეპატრონეები წასულები იყვნენ – მათ ამ პერიოდში, სულ ცოტა, 12 კერძო სახლი გაძარცვეს. ისინი სახლებში მთავარი კარიდან შედიოდნენ მას შემდეგ, რაც წინასწარ გასაღების ბუდეს (le barillet) იღებდნენ.

საქმის პროკურორი ომბელინ მაუზიერი აკონკრეტებს, რომ სავარაუდო დანაშაულები 11 დეკემბრიდან 13 იანვრამდე პერიოდში მოხდა და მათი უმეტესი ნაწილი კი – 24, 25 და 26 დეკემბერს. მიმდინარეობს ძიება სხვა ფაქტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც ეჭვობენ, რომ იმავე სუბიექტების ხელი ურევია.

დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, 31 და 35 წლის მამაკაცები, შალონის პროკურატურაში მიიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ისინი 11 მარტს წარდგებიან სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს აქამდე პოლიციასთან შეხება არ ჰქონიათ და ნასამართლობაც არ აქვთ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close