ქართველები უცხოეთშიარტისტი

ნინი შერმადინი ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობისთვის ემზადება

„ჩემს გამოსვლას ჩემი უსაყვარლესი მშობლების ნათელ ხსოვნას მივუძღვნი“

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკულ „ნიჭიერში“ გამოსვლისთვის ემზადება. როგორც მომღერალი „ინსტაგრამზე“ წერს, იგი პროექტის შესარჩევ ტურში მონაწილეობს. ნინიმ ონლაინ რეგისტრაცია უკვე გაიარა.

„თითებს გადავაჯვარედინებ!.. თუკი ამას შევძლებ, ჩემს გამოსვლას ჩემი უსაყვარლესი მშობლების ნათელ ხსოვნას მივუძღვნი, ასევე მათ, ვინც ამ პანდემიამ შეიწირა. მისურვეთ წარმატებები, მეგობრებო. ერთი სული მაქვს, ვნახო, წინ რა მელოდება!..“ – წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ ნინი შერმადინის დედ-მამა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

წყარო: fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close