fbpx
მედიცინასაქართველო

11 კრიტერიუმი, რომელიც COVID-ინფიცირებული ბავშვების კლინიკაში გადაყვანის წინაპირობაა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ 18 წლამდე COVID-ინფიცირებული პაციენტების მართვის ახალი გაიდლაინი დაამტკიცა. მასში კვლავ უცვლელია პედიატრიული პაციენტების კლინიკაში გადაყვანის ინდიკატორები.

28 იანვარს დამტკიცებული დოკუმენტით, კოვიდინფიცირებულ ბავშვებში მაღალ რისკად ითვლება შემდეგი გარემოებიდან რომელიმე ერთ-ერთის არსებობაც კი:

  1. 1 წელზე პატარა ასაკი;
  2. დადასტურებული პნევმონია;
  3. მუდმივი მაღალი ტემპერატურა 3-5 დღის განმავლობაში;
  4. დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ არ არის გაუმჯობესება ან გამწვავება პროგრესირებს;
  5. თუ არტერიული ჟანგბადის გაჯერების მაჩვენებელი ოთახის ჰაერზე 92 პროცენტზე ნაკლებია;
  6. სუნთქვის უკმარისობა;
  7. ​თანმხლები ქრონიკული მდგომარეობა (ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა); გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; თირკმელების ქრონიკული დაავადება; ღვიძლის ქრონიკული დაავადება; ნერვკუნთოვანი დაავადება; ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი); მეტაბოლური დარღვევები);
  8. იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვა, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა);
  9. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები;
  10. მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე);
  11. გასტროენტერიტის სურათი ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციით.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე სულ დაინფიცირდა 18 წლამდე ასაკის 90 680 ბავშვი, რაც ინფიცირებულთა 14,8 პროცენტია. ამ პერიოდში კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს 7708 ბავშვი (8,5%), მათგან გარდაიცვალა 8 (0,1%).

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close