ქართველები უცხოეთშიიტალია

„ქუჩაში ფეხშიშველი დადიოდა“ – სად და რა ვითარებაში იპოვეს იტალიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი

იტალიაში, ნეაპოლში დაკარგული ქართველი ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი 4 დღის წინ გაუჩინარდა და დღეს, 26 იანვარს ის პოლიციელის დახმარებით ემიგრანტმა მაკა ხაჩოშვილმა იპოვა. ამის შესახებ იტალიაშივე მყოფი, ექსკლუზივ ტვ-ის ჟურნალისტი ნინო მამუკაძე სოციალურ ქსელში live რეჟიმში მაკა ხაჩოშვილთან ერთად საუბრობს.

როგორც აღმოჩნდა, იტალიაში მილანიდან დაუკავშირდნენ დაკარგული სალომე ტეტუნაშვილის ახლობელს, მაკა ხაჩოშვილს და ექიმმა უთხრა, რომ ქართველი ემიგრანტი ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა.

შემდეგ მას სოციალურ ქსელში მამაკაცი დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ სალომე ქუჩაში იმყოფებოდა, ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში. მამაკაცი მუნიციპალური პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა და მაკა ხაჩოშვილს სალომე ტელეფონით დაალაპარაკა.

პოლიციელმა ადგილმდებარეობა მიუთითა და სალომეს ოჯახი იმ ადგილას მივიდა. აღმოჩნდა, რომ გოგონა 2 დღე ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო, საიდანაც გამოიპარა, ის თვითმხილველმა ფეხშიშველი ნახა, პოლიციამ კი საავადმყოფოში დააბრუნა.

იტალიურ მედიას გაუჩნდა კითხვა – როგორ მოხვდა ახალგაზრდა ქალი კლინიკაში, მერე როგორ აღმოჩნდა ქუჩაში და, საერთოდ, რა მოხდა?! – ამის გასარკვევად ნეაპოლში ადგილობრივი ტელევიზია გადაცემას მოამზადებს.

primetime.ge

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომ სალომე ტეტუნაშვილი ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ მოინახულეს. მათი თქმით, ქართველი ემიგრანტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ელჩი და კონსული ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ.

დეტალებზე, თუ რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა სალომე ტეტუნაშვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში, ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა არავისთვის უცნობი არ არის, რამდენად მძიმეა  ხშირ შემთხვევაში ის სამუშაო, რომელსაც იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალები ასრულებენ ოჯახებში, ხშირად ისინი ალცჰაიმერით ან სხვა სენით დაავადებულ მოხუცებს უვლიან და დღე და ღამე მოსვენება არ აქვთ, რაც მომვლელების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close