fbpx
მედიცინა

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ საათს რჩება „ომიკრონი“ პლასტიკურ ნაწარმსა და ადამიანის კანზე – დეტალურად

კიოტოს მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონი“ პლასტმასის საგნებისა და ადამიანის კანის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში წინა ვარიანტებზე უფრო დიდხანს ცოცხლობს, – ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მაგალითისთვის, თუ პლასტმასისა და პლასტიკური ნაწარმის ზედაპირზე უჰანიდან გავრცელებული ვარიანტი 56 სთ, „ალფა“ 191,3 სთ, „ბეტა“ 156,6 სთ, „გამა“ 59,3 სთ, ხოლო „დელტა“ 114 სთ ცოცხლობდა, „ომიკრონის“ შემთხვევაში ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა 193,5 საათს აღწევს, რაც 8 დღეს უდრის.

რაც შეეხება ადამიანის კანზე კორონავირუსის ვარიანტების სიცოცხლის ხანგრძლივობას: თავდაპირველი, უჰანიდან გავრცელებული შტამის შემთხვევაში ის 8,6 სთ იყო, „ალფას“ შემთხვევაში – 19,6 სთ, „ბეტა“ შტამი კანზე 19,1 სთ რჩებოდა, „გამა“ – 11 სთ, „დელტა“ – 16,8 სთ, ხოლო ადამიანის კანზე „ომიკრონის“ სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა 21,1 საათია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 355 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 355 204 984 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 606 038 ადამიანი გარდაიცვალა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close