კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში მღვდელი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ატიკის სამმართველოს თანამშრომლებმა 37 წლის მღვდელი არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანთა საქმეების დეპარტამენტი 10 დღის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას გრიფით „სრულიად საიდუმლო“ ილიუპოლის რაიონში მდებარე ეკლესიის მღვდლის წინააღმდეგ –  მას შემდეგ, რაც გოგონას მშობლებმა სარჩელი შეიტანეს. 

საქმე ეხება სასულიერო პირის მიერ 2019 წელს, სულ ცოტა, 5 თვის განმავლობაში განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს არასრულწლოვანის მიმართ, რომელიც იმ დროს 16 წლის იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მღვდელს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გოგონას დეიდასთან და სწორედ მისი მეშვეობით გაიცნო ისიც.

გოგონას მშობლების თქმით, მოზარდის ქცევა თანდათან შეიცვალა, თითქოს რაღაცით ძლიერ იყო შეშინებული და უარს ამბობდა ეკლესიაში კატეხიზისზე სიარულზე, რომელსაც ახალგაზრდა მღვდელი უძღვებოდა.

ბოლოს და ბოლოს გოგონამ მშობლებს მოუყვა, რაც მოხდა და მათაც დაუყოვნებლივ შეიტანეს სარჩელი პოლიციაში.

მას ბრალად ედება არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა, სასტიკი მოპყრობა, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების მოთხოვნა და სხვ.

საქმის მასალები ათენის პროკურატურას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ მღვდელი დაქორწინებულია და 3 შვილი ჰყავს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close