fbpx
ჰოროსკოპი

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი იღბლიანი კვირის დღე აქვს – ნახეთ, რომელია თქვენი

ამერიკელი ასტროლოგის, ჩელსი ჯექსონის თქმით, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე გავლენას ახდენს 7 ტრადიციული პლანეტიდან ერთ-ერთი და რამდენადაც ეს კვირის დღეებსაც ეხება, თქვენი პლანეტის „მმართველობის“ დღე შესაძლოა თქვენთვის ყველაზე იღბლიანი იყოს.  

კირჩხიბი: თქვენი დღე – ორშაბათია

კირჩხიბის, ზოდიაქოს „მთვარის“ ნიშნის, მთავარი პრიორიტეტი ახლობლებზე ზრუნვაა, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ  კვირის დასაწყისში მომზადება.

„მთვარის“ ორშაბათი – საუკეთესო დღეა, რათა დრო სახლში გაატაროთ და მომავალი კვირისთვის რესურსები დააგროვოთ – როგორც სულიერი, ისე მატერიალური.

ეს თქვენი ემოციური გარდაქმნის დღეა, განსაკუთრებით კი დამღლელი შაბათ-კვირის შემდეგ.

ვერძი და მორიელი – თქვენი დღე სამშაბათია

ესენია ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მარსი მართავს.

სამშაბათი იდეალური დღეა თქვენთვის, რათა ახალი პროექტები დაიწყოთ და ახალი საინტერესო იდეები წამოაყენოთ. ყველაფერს, რასაც ამ დღეს წამოიწყებთ, მეტი შანსი ექნება იმისა, რომ განვითარება პოვოს.

ტყუპი და ქალწული: თქვენი დღე ოთხშაბათია

ოთხშაბათს მერკური მართავს, იდეებისა და ურთიერთობების  პლანეტა, ქალწულები და ტყუპები კი „აზრობრივად დამუხტული“ ნიშნები არიან.

ეს დღე თქვენთვის ოპტიმალურია შეხვედრების დასაგეგმად, სიების შესადგენად ან ელექტრონული წერილების გასაგზავნად.

ეს ზუსტად კვირის შუაში – საკმარისი დრო გექნებათ, რათა შეასრულოთ სხვა მნიშვნელოვანი საქმეები ამ დღემდე და ამ დღის შემდეგ.

მშვილდოსანი და თევზები – თქვენი დღეა ხუთშაბათი

იდეალისტური და ოპტიმისტური დღეა, რამდენადაც მას იუპიტერი მართავს – პლანეტა, რომელიც ფართო სულიერი ბუნების ხორცშესხმაა.

ხუთშაბათი იდეალური დღეა იმისთვის, რომ უკან გადადგათ ნაბიჯი და საერთო სურათი შეაფასოთ.

ეს დღე შესანიშნავია მოგზაურობისა და ახალ კვლევაში ჩართვისთვის. ხუთშაბათს ადვილად გაერკვევით პრიორიტეტებში და სწორ ორიენტირებას მოახდენთ მომავალზე.

კურო და სასწორი – პარასკევი

ამ დღეს მართავს პლანეტა ვენერა, რომელიც თქვენზე ზეგავლენას ახდენს.

ვერძს და სასწორებს ყველაზე მნიშვნელოვნად კომფორტი, სტაბილურობა და ურთიერთობები მიაჩნიათ.

ისინი დაინახავენ, რომ პარასკევს ინიციირებული სოციალური ღონისძიებების ან შემოქმედებითი წამოწყებების უმეტესობას წარმატება გარანტირებული ექნება.

კუროებისთვის პარასკევი – შესანიშნავი დროა შემოქმედებითი და პროდუქტიული საქმიანობისთვის, რომელიც მათ ცხოვრებაში სტაბილურობას და უსაფრთხოებას მოუტანთ.

სასწორებისთვის პარასკევი ოპტიმალურია მეგობრებთან მხიარული შეხვედრებისთვის.

თხის რქა და მერწყული – თქვენი დღე შაბათია

ამ ორივე ნიშანს სატურნი მართავს, წესრიგისა და საზღვრების პლანეტა. სტრუქტურა და დისციპლინა – ეს არის ის, რაც გჭირდებათ.

და შაბათი – ის დღეა, როცა შეგიძლიათ თავი გამოავლინოთ სწორედ ამ კუთხით.

ამ დღეს ორგანიზება უნდა გაუკეთოთ პროდუქტიულ სამუშაოს ან ჯგუფურ გასეირნებებს.

შაბათი საშუალებას მოგცემთ, ბოლო შტრიხები დაიტანოთ ნებისმიერ დასახულ მიზნებზე მომავალი კვირის წინ.

ლომი – თქვენი დღე კვირაა

ეს არის ზოდიაქოს ცეცხლოვანი, მზიური ნიშანი. და კვირა, მზის დღე – ლომების „ბრწყინვის“ დროა.

ეს იდეალური დღეა, რათა განსაზღვროთ პრიორიტეტები თქვენს შემოქმედებით თვითგამოხატვაში ან ახალი მიზნები დაისახოთ ახალი კვირისთვის. თქვენი ენთუზიაზმი დადებითად მოქმედებს სხვებზეც. ახალ კვირას ოპტიმიზმით აღსავსე  იწყებთ და წინა პერიოდის ნეგატივს უკან ტოვებთ.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close