fbpx
ქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიაში 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ

იტალიაში 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ, რომელიც ბოლოს რომის აეროპორტში ნახეს.  

„შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხს“ დახმარებისთვის მიმართა ემიგრანტმა თაკო თაკომ.  ემიგრანტეbის არხის წარმომადგენელმა შოთო სიხარულიძემ კი ინფორმაცია  სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით… გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.

გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ.. გააზიარეთ პოსტი გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ (ის რამდენიმე დღის წინ რომის აეროპორტში იყო. მის მერე მისი კვალი აეროპორტიდანვე ქრება….)

თუ ვინმემ ნახეთ სადმე ან გეცნობათ დაუყოვნებლივ გვაცნობეთ „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ გთხოვთ მიიტანოთ გულთან.

დედაო ღვთისმშობელო, უვნებელი დაუბრუნე თავის ოჯახს. სასწაულად კარგი და კეთილი ადამიანი… ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს… გააზიაარეთ გთხოვთ გამოგვეხმაუროთ თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე“, – წერს შოთო სიხარულიძე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close