fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ჩხუბი აივანზე ცუდად დასრულდა (ვიდეო)

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ რაიონში ცოლ-ქმარი მე-3 სართულის აივნიდან გადმოვარდა. მათი მდგომარეობა მძიმეა – მრავლობითი ტრავმა, შოკის ჩათვლით და მოტეხილობები. ამის შესახებ „კომსომოლსკაია პრავდა“ წერს პოლიციის წყაროზე დაყრდნობით.

საავადმყოფოში მიყვანისას ორივე მძიმე მდგომარეობაში იყო და მათი დაკითხვა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 6 წლის შვილი ჰყავს. მომხდარის შემდეგ ბიჭუნა ბებიამ წაიყვანა.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი დეკაბრისტების ქუჩაზე მოხდა, დილის 10 საათზე. ცოლ-ქმარს შორის, რომლებიც აივანზე იმყოფებოდნენ, ჩხუბი ატყდა, რა დროსაც აივნის მოაჯირმა ვერ გაუძლო, მოტყდა და წყვილი ტროტუარზე ჩამოვარდა. ინციდენტი მოპირდაპირე შენობიდან გადაიღეს.

მეზობლების და თვითმხილველების თქმით, შესაძლოა ცოლ-ქმარი მთვრალი ყოფილიყო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close