კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17-23 იანვარი
17 იანვარს მზარდი მთვარეა. ეს პერიოდი საყოფაცხოვრებო საკითხებზე ზრუნვის დროა. მოაწესრიგეთ სახლი, ნივთები, გადაყარეთ, რაც აღარ გჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს თავისუფლებას იგრძნობთ!
18 იანვარს სავსემთვარეობაა. ეს დღე ხელსაყრელია შორეული მოგზაურობისთვის. დაისვენებთ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. კარგი იქნება, თუ თქვენ გვერდით ახლო მეგობრები ან ნათესავები იქნებიან.
19-იდან 23 იანვრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. თუ ამ პერიოდში რაიმე პრობლემა შეგექმნათ, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ თქვენ გაქვთ ძალა და უნარი, ნებისმიერ უსიამოვნებას გაუმკლავდეთ!
გრძნობებს დიდხანს ვერ დამალავთ, თუ გიყვართ – აღიარეთ! სამსახურში გულწრფელი უნდა იყოთ. როდესაც შეცდომას უშვებთ, ნუ შეგეშინდებათ ამის შესახებ თქვენს უფროსს უთხრათ. თქვენი გულწრფელობა და პატიოსნებას სათანადოდ დააფასებენ. ეცადეთ არ აურიოთ საქმიანი და პირადი ურთიერთობები: სუბიექტური მოწონებები და არმოწონებები ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლის ადამიანს. 22-23 იანვარს მეგობრების გარემოცვაში დაისვენეთ და განიტვირთეთ.
სასიკეთო დღეები: 20, 22.
არასასიკეთო დღე: 18.
კურო
სიტუაციის სწორად შეფასება ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ამ პერიოდში შემოთავაზებულ საინტერესო წინადადებაზე თანხმობის თქმა არ დააყოვნოთ. თქვენი ნიჭი და უნარები შემოსავლის მოტანას დაიწყებს. უფროს თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას ეცადეთ კომპრომისზე წახვიდეთ. კამათი მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. მოუსმინეთ ძველი მეგობრების რჩევებს.
სასიკეთო დღეები: 18, 22.
არასასიკეთო დღე: 20.
ტყუპი
ამ კვირაში თუ გარკვეული თანხის სესხებას მოგთხოვენ, უარი უნდა უთხრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური პრობლემები გელით. კვირის ბოლომდე სამსახურში საგანგებო მდგომარეობაა მოსალოდნელი. მშვიდად აუხსენით ოჯახის წევრებს, რომ ამ დღეებში ოფისში დიდ დროს გაატარებთ. შაბათ-კვირა კარგად დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
სასიკეთო დღეები: 22, 23.
არასასიკეთო დღე: 19.
ახლა ძალა უნდა მოიკრიბოთ: რამდენიმე სერიოზული წამოწყება ერთდროულად მოითხოვს თქვენს ყურადღებას. შეგიძლიათ ამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდეთ, გადალახოთ დაბრკოლებები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ხელს გიშლიდათ მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში. გამორიცხული არ არის, რომ ამ კვირაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კარიერული სიმაღლეებისკენ გზა გაგიხსნათ. სასიყვარულო ურთიერთობაში, პირიქით, თქვენი აქტიურობა შესუსტდება. ენდეთ პერტნიორს, თუ გსურთ, თქვენი ზეწოლის არ შეეშინდეს და არ მიგატოვოთ.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 17.
შეეცადეთ ამ დღეებში სასიამოვნო ადამიანებით იყოთ გარშემორტყმული. თქვენთვის არასასიამოვნო ხალხს კი იგნორირება გაუკეთეთ. ამ პერიოდში ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ხშირად დაისვენოთ და სახლში დარჩეთ. თუ შესაძლებელია, აიღეთ შვებულება ან დასვენების რამდენიმე დღე – აუცილებლად გჭირდებათ, რომ ძალები აღიდგინოთ, არ გადაიტვირთოთ. იყავით კრეატიული და ჩანაფიქრს აუცილებლად აისრულებთ.
სასიკეთო დღეები: 17, 21.
არასასიკეთო დღე: 20.
სამსახურში საკუთარ თავზე დამატებით პასუხისმგებლობებს ნუ აიღებთ. თუ ერთხელ დათანხმდებით, შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მოგიწევთ სხვა თანამშრომლების ტვირთის ტარება. შესაძლებელია ფინანსური საკითხების წარმატებით გადაწყვეტა და არ არის გამორიცხული ტრანზაქციები, რომლებიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. პირად ურთიერთობებში ახლა ძალიან პოპულარული იქნებით. თუ მარტოხელა ხართ, გამოიყენეთ ეს პერიოდი მეორე ნახევრის საპოვნელად.
სასიკეთო დღეები: 18, 23.
არასასიკეთო დღე: 20.
ხელსაყრელი კვირაა საქმიანი კომუნიკაციისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული იქნებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში ბევრი დაუმთავრებელი საქმე გაქვთ. იყავით მომთმენი და გამბედავი! მათ, ვინც დიეტაზეა და წონაში იკლებს, ვარსკვლავები ურჩევენ, რომ რაც შეიძლება სერიოზულად მოეკიდონ საქმეს. ცდუნება ბევრი იქნება, მაგრამ შეგიძლიათ ყველაფერს გაუმკლავდეთ.
სასიკეთო დღეები: 19, 20.
არასასიკეთო დღე: 21.
მორიელი
ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის – ეს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. განსაკუთრებით ხელსაყრელი კვირაა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრებისთვის, საჯარო გამოსვლებისთვის. 17 იანვრიდან 22 იანვრამდე სიურპრიზებისა და საჩუქრების პერიოდი გელით. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ამ დღეებში გაგახარებთ და გაგაბედნიერებთ. 23 იანვარს მიიღებთ შემოთავაზებას, რაზეც, ვარსკვლავების რჩევით, უარი არ უნდა თქვათ.
სასიკეთო დღეები: 17, 23.
არასასიკეთო დღე: 20.
მშვილდოსანი
უმჯობესია ამ კვირაში სახლში არ იმუშაოთ – ოჯახი ვერ გაგიგებთ, ამიტომ შეეცადეთ იყოთ მაქსიმალურად აქტიური სამსახურში სამუშაო საათებში და იქვე მოიმთავროთ საქმე. შუა კვირაში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ ფინანსებთან დაკავშირებით. ვარსკვლავებს თუ დაუჯერეთ, ფინანსური პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეგიძლიათ, სესხებისა და კრედიტების გამოყენების გარეშე. შეეცადეთ შაბათ-კვირას სუფთა ჰაერზე გახვიდეთ და დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 22.
ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლია თქვენი ცხოვრება ძირეულად შეცვალოს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ და კარგად დაფიქრდეთ. კარგია სერიოზულ საკითხებზე ფიქრი. ყურადღება მიაქციეთ წვრილმან დეტალებს, ეცადეთ ყველაფერი გაარკვიოთ, ობიექტურად შეაფასოთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი ქმედებები. ზოგი მართლაც ფასდაუდებელი ინფორმაციის მიღებას შეძლებს. ეს პერიოდი ხელსაყრელია შემოქმედებისთვის. გამოიყენეთ ეს დღეები რაიმე ახლისა და განსხვავებულის შესაქმნელად.
სასიკეთო დღეები: 17, 20.
არასასიკეთო დღე: 19.
ამ კვირაში შესაძლებელია საინტერესო შემოთავაზებები სამუშაოს მხრივ. შეეცადეთ კარგად დაფიქრდეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ. უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რათა სამედიცინო შემოწმების გავლა არ დაგჭირდეთ. ასევე მოგიწევთ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა: ზოგიერთი მათგანი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. სხვათა პრობლემებისგან თავს შორს ნუ დაიჭერთ, გარჯა სათანადოდ დაგიფასდებათ.
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 20.
ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულ ნებისმიერ წინადადებას ყურადღებით მოეპყარით. უმჯობესია პროფესიონალ ადამანებთან გაიაროთ კონსულტაცია, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ბავშვები ამ კვირაში, ფაქტობრივად, ჭკუიდან გადაგიყვანენ. მთავარია გახსოვდეთ, რომ მათი კაპრიზები დროებითია. აკონტროლეთ საკუთარი თავი და შეეცადეთ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად დაისვენოთ, მოინახულოთ საინტერესო ადგილები.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 22.
თამთა გურული
კომენტარები