საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი
ბერძნულ მასტერშეფში ქართველი კონკურსანტი მონაწილეობს – ჟიურის რეაქცია მის მომზადებულ ხინკალზე (ვიდეო)
ბერძნული მასტერშეფი (მეორე ეპიზოდი) ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნაახალწლევს,10 იანვარს თესალონიკში დაბრუნდა. მასში ქართველი ემიგრანტი კონკურსანტი – თამრიკო ღამბარაშვილიც მონაწილეობს.
პირველ ტურში მან ჟიურის წევრებს, შეფ-მზარეულებს – პანოს იოანიდისს, სოტირის კონტიზასს და ლეონიდას კუცოპულოსს ქართული ეროვნული კერძი – ხინკალი მოუმზადა. მხიარულ შეფებს ხინკალი აშკარად მოეწონათ, თუმცა გადაცემა ორშაბათს, 17 იანვარს გავა „სტარის“ ეთერში, ადგილობრივი დროით 21:00 სთ-ზე და მაშინ გავიგებთ, გადავიდა თუ არა ჩვენი თანამემამულე შემდეგ ტურში. ამისთვის მას ორი „დიახ“ სჭირდება; შესაძლებელია პირდაპირ ფინალში გადასვლაც „ოქროს ქინძისთავით“ (golden pin).
ნახეთ მთლიანი ვიდეოანონსი – ქართველი კონკურსანტი 1:34:25-იდან
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები