მიგრაციამსოფლიო

შვედეთის პრემიერ-მინისტრის სახლში დამლაგებლად არალეგალი იმიგრანტი მუშაობდა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მის სახლში დამლაგებლად არალეგალი იმიგრანტი მუშაობდა. 

„ბიბისის“ ცნობით, 21 დეკემბერს შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონის სახლში, რომელიც Nacka-ში, სტოკჰოლმის ახლოს მდებარეობს, სიგნალიზაცია ჩაირთო.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა აღმოაჩინეს, რომ პრემიერ-მინისტრის სახლში მომუშავე 2 დამლაგებლიდან ერთ-ერთზე დეპორტაციის ბრძანება იყო გაცემული. 20 წლის ნიკარაგუელი არალეგალი მიგრანტი ქალი პოლიციამ საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანა.

მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ფაქტის გამო ყველანაირი კონტრაქტი გაწყვიტა დასუფთავების კომპანიასთან, რომლის თანამშრომელიც ნიკარაგუელი ქალი იყო. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მათი ყველა თანამშრომელი კანონიერ საფუძველზე იყო დასაქმებული.

მაგდალენა ანდერსონის სახით შვედეთს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ გასული წლის 24 ნოემბერს პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 7,5 საათში მან უარი განაცხადა პოსტის დაკავებაზე, თუმცა შემდეგ რიკსდაგმა (შვედეთის პარლამენტი) ანდერსონს მეორედ დაუჭირა მხარი მთავრობის მეთაურის პოსტზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close