მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში ხილისა და ბოსტნეულისთვის პლასტმასის შეფუთვები აიკრძალა

ახალი წლიდან საფრანგეთში კანონი ამოქმედდა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულისთვის პლასტმასის შეფუთვების გამოყენებას კრძალავს. შეზღუდვები არ გავრცელდება დაჭრილ ან დამუშავებულ ხილზე, არც დიდ შეფუთვებზე.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა „ნამდვილი რევოლუციაა“ და 2040 წლისთვის ქვეყნის მიერ დასახული მიზნის მიღწევას – ერთჯერადი გამოყენების პლასტმასისგან ეტაპობრივად გათავისუფლებას ემსახურება.

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი ამ ეტაპისთვის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შეფუთვების აღმაშფოთებლად დიდ რაოდენობას იყენებს, ახალი კანონი კი შეზღუდავს გადაგდებული პლასტმასის ხელახალ გამოყენებას და ხელს შეუწყობს მის ჩანაცვლებას სხვა მასალებით, მაგალითად, ხელახლა გამოყენებადი და გადამუშავებადი შეფუთვებით.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close