ჯანმრთელობარჩევები

რა მოხდება, თუ ტკბილეულს ერთი თვის განმავლობაში არ შეჭამთ

თუ ტკბილ პროდუქტებზე ერთი თვის განმავლობაში იტყვით უარს, ორგანიზმში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდება და ეს წონაზეც შესამჩნევად აისახება, აცხადებს ენდოკრინოლოგი ტატიანა ბოჩაროვა.

იმისათვის, რომ შაქრის მოხმარება შეამციროთ, ექიმის თქმით, საჭიროა, ყურადღებით დააკვირდეთ ეტიკეტებს. პროდუქტი, რომლის 100 გრამშიც 22,5 გრამზე მეტი შაქარი შედის, ძალიან ტკბილად მიიჩნევა.

სპეციალისტის განმარტებით, პროდუქტში შაქარი შეიძლება რამდენიმე დასახელებით ფიგურირებდეს. ესენია: ჰიდროლიზებული სახამებელი, ბადაგი, ფრუქტოზა, მალტოზა, შაქრის პუდრი და ა. შ.

„ტკბილეულისგან ერთთვიანი თავშეკავება ორგანიზმის ყველა სისტემაზე ახდენს გავლენას — დაწყებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დამთავრებული ჰორმონული ფონით“, – აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, ამ პერიოდის შემდეგ იგრძნობთ, რომ:

    • გაგიუმჯობესდათ მეტაბოლიზმი;
    • გაქრა უძილობა;
    • დაიკელით დაახლოებით ოთხი კილოგრამი;
    • გაგიუმჯობესდათ კანის მდგომარეობა.

ენდოკრინოლოგის განმარტებით, შაქარი – ეს კოლაგენისა და ცილის დაშლის მიზეზია, რომლებიც კანს ელასტიკურობას სძენს და ნაოჭების ნაადრევ წარმოქმნას უშლის ხელს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close