მსოფლიოპოლიტიკა

„თალიბანმა“ მანეკენებისთვის თავების მოჭრა ბრძანა

ავღანეთში თალიბებმა მაღაზიებში მანეკენებზე თავების მოკვეთა დაიწყეს, რადგან მათი თქმით, ის ისლამის მკაცრ დოგმებს არ შეესაბამება. დასავლეთის პროვინცია ჰერატის მაღაზიების მფლობელებს უბრძანეს, მოეკვეთათ მანეკენებისთვის თავები მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს სტატუები „კერპებია”.

კერპთაყვანისმცემლობა ან კერპთა თაყვანისცემა ისლამში მძიმე ცოდვად ითვლება, რომელიც კრძალავს ვინმეს ან რაიმეს თაყვანისცემას გარდა ალაჰისა, რომელიც მათთვის ერთადერთ ღმერთად ითვლება.

ბოლო კვირების განმავლობაში ისლამისტებმა აუკრძალეს ქალებს შორ მანძილზე თანხმლები მამაკაცის გარეშე მოგზაურობა და აკრძალეს მანქანში ყველანაირი მუსიკის მოსმენა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close