fbpx
ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში ქართველი ე. წ. კანონიერი ქურდი „ჩირო გალსკი“ გარდაიცვალა

საბერძნეთში ახალი წლის ღამეს ქართველი „კანონიერი ქურდი“ 56 წლის ჩირო შონია, იგივე „ჩირო გალსკი“ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.

საოკუპაციო რეჟიმის მედიამ „აფხაზეთი-ცენტრი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  „კანონიერი ქურდი“ გალში 7 იანვარს უნდა დაეკრძალათ. გამოცემის ცნობით, ჩირო შონიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა გადაესვენებინათ, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები  ენგურის ე. წ.  გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან მიმდინარეობდა.

საბერძნეთში დაღუპული ქართველი „კანონიერი ქურდის“ ჩირო შონიას შესახებ ბოლო ცნობები გამოცემა ekhokavkaza-მ გაავრცელა და დაწერა, რომ „კანონიერი ქურდის“ ოჯხის წევრები და ნათესავები ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია მილიცია.

„მანამდე ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ნებართვას არ იძლევა კრიმინალური ავტორიტეტის ცხედარი ენგურის ხიდის გავლით გალში გადაასვენონ  დასაკრძალად. არსებული ინფორმაციით, ამან „აფხაზი კრიმინალების  აღშფოთება გამოიწვია“. ამის შემდეგ AMRA-life Telegram-ის არხმა დაწერა, რომ ცხედრის გადასვენების ნებართვა გაიცა“, – წერს Ekhokavkaza.

აღსანიშნავია, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ჩირო შონია,ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ნათესავია.

არსებული ინფორმაციით, შონია ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ცხოვრობდა და სიგარეტის კონტრაბანდით იყო დაკავებული. კრიმინალური „ავტორიტეტი“ ხულიგნობის, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და ქურდობისთვის ათჯერ იყო ნასამართლევი.

ე. წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩირო შონიამ 1992 წელს მიიღო.

guriismoambe.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close