ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3-9 იანვარი

3 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ეს საშობაო პერიოდი მშვიდი და ზომიერი იქნება. ვარსკვლავები გვირჩევენ, არ ვიჩქაროთ და გეგმების განხორციელება გადავდოთ, მაგრამ შესაძლებელია, და აუცილებელიც კი, იოცნებოთ და ჩაიფიქროთ სანუკვარი სურვილები – საახალწლო მაგია ჯერ კიდევ მუშაობს და ბევრი ოცნება ახდება.

7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ, ზომიერება დაიცავით ყველაფერში, მათ შორის, კვების დროს.

8 და 9 იანვარს გადაიხადეთ ვალები, დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს, გაწყვიტეთ არასაჭირო კავშირები.

 

ვერძი

შობის წინა დღეს შესაძლოა ვერძის სანუკვარი ოცნება საბოლოოდ ახდეს. ამ კვირაში რეკომენდებული არ არის სერიოზული საქმის დაწყება. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. შორეულ ნათესავებთან ვიზიტები და მოგზაურობა წარმატებული იქნება. 4 ან 5 იანვარს თავი მოიწესრიგეთ, ესტუმრეთ სილამაზის სალონს, შეიცვალეთ ვარცხნილობა და თმის ფერი. კვირის ბოლოსთვის არაფერი დაგეგმოთ – შესაძლოა ყველაფერი ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გინდათ.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

 

კურო

ამ საახალწლო დღეებში შეიძლება ცოტა მოწყენილიც იყოთ. შესაძლებელია უსიამოვნო საკითხების გარკვევა მოგიხდეთ ნათესავებთან ან მეორე ნახევართან ურთიერთობაში. უკვე დროა დიდი ხნის პრობლემებისა და ამოცანების გადასაჭრელად, თუმცა ცოტა ხნით გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ვარსკვლავები გირჩევენ საახალწლო დღეების გატარებას ახალ კომპანიაში და სახლიდან მოშორებით. შობას მეგობრებთან შეხვედრა დაგეგმეთ – მათთან ურთიერთობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ტყუპი

მიზანშეწონილია ცოტათი დაშორდეთ ირგვლივ მყოფებს: მიეცით საშუალება საკუთარ თავს და მათაც, რომ საკუთარი ცხოვრებით იცხოვროთ. არავის მისცეთ რჩევა და არ გააზიაროთ თქვენი აზრი ამა თუ იმ საკითხზე. ამას მაინც არავინ დააფასებს. უმჯობესია საკუთარ თავზე იზრუნოთ. 4 და 5 იანვარი შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ სილამაზის სალონს ესტუმროთ. შაბათ-კვირას მნიშვნელოვანი ურთიერთობა და კარგ გართობა გელოდებათ – ვარსკვლავების რჩევით, წვეულებაზე წასვლაზე უარი არ უნდა თქვათ.

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე: 3.

 

კირჩხიბი

ახალი წლის დასაწყისში თქვენს ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. გაბედეთ! მათი განხორციელება ალბათ პირადი ცხოვრებით დაიწყება. საახალწლო დღეებში დიდი შანსია საპირისპირო სქესთან ახალი ურთიერთობის დასაწყებად. გამორიცხული არ არის, დაქორწინებული იყოს ის ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ. კვირის მეორე ნახევარი არახელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად, რადგან მათი განხორციელება დიდ ძალისხმევას და ხარჯებს მოითხოვს. შაბათ-კვირას დრო ახლობლებთან ერთად გაატარეთ და მოემზადეთ უფრო მეტი აქტიურობისთვის სამსახურში.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

ლომებს ყველა თვალსაზრისით რთული კვირა ელით. დროზე ადრე არ დაისვენოთ, უარი თქვით გასართობ აქტივობებში მონაწილეობაზე. შეეცადეთ, სამუშაოზე ყველა საკითხი დაასრულოთ და საყვარელ ადამიანებთან და მეორე ნახევართან უთანხმოება მოაგვაროთ, რათა ამ ყველაფერს საახალწლო არდადეგების შემდეგ არ დაუბრუნდეთ. შაბათ-კვირას სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 3, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ქალწული

თქვენთან ყველაფერი შესანიშნავადაა! არაჩვეულებრივი განწყობა და ამაღლებული სულიერება დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ ნებისმიერი სირთულის ამოცანებს, რომელთა გადაჭრაც აუცილებლად მოგიწევთ კვირის დასაწყისში. შაბათ-კვირა სურვილისამებრ გამოიყენეთ, თუმცა გართობა ჯობია. ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგანიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

 

სასწორი

ამ საშობაო კვირაში ბევრი სიურპრიზი გელით, სასიამოვნოც და არც ისე კარგიც. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი სარგებელს მოგიტანენ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ნუ ჩაერთვებით საკითხებში, რომლებიც ფულზე იქნება დამოკიდებული და ენდეთ საყვარელ ადამიანებს. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდად, ოჯახთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 6, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

მორიელი

ფინანსურ საკითხებში წარმოუდგენლად გაგიმართლებთ. შესაძლოა საშობაოდ სამსახურში პრემია აიღოთ ან შეიძლება მოულოდნელად ლატარისა მოიგოთ. უბრალოდ, არავის უთხრათ ამის შესახებ და ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ. ეს არ არის შესაფერისი დრო დიდი შესყიდვებისთვის. საახალწლო დღეები ძველ მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის კვირის პირველი ნახევარი ძალიან წარმატებული იქნება ფინანსური და პროფესიული პრობლემების გადაჭრის კუთხით. ოჯახური ცხოვრების გარემოებები კი მოითხოვს, რომ შეძლოთ რაციონალურად, წონასწორობის დაცვით, ზედმეტი ემოციების გარეშე იმოქმედოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ რაც შეიძლება მეტი მოთმინება და გაგება. დიდია ალბათობა იმისა, რომ მარტოხელა მშვილდოსანი მომავალ მეუღლეს შეხვდება.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 4.

 

თხის რქა

ეს კვირა საკმაოდ წარმატებული, აქტიური და გადამწყვეტი მოქმედებების დროა. ასტროლოგები თხის რქებს ურჩევენ ამ კვირაში უარი თქვან ხმაურიან წვეულებებზე და საქმეს მიხედონ. ასევე, ახლა რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს შვილებს და ოჯახს. ზოგიერთ მათგანს შეიძლება სასწრაფო დახმარება დასჭირდეს. შობა ოჯახთან და თანამოაზრე ადამიანებთან ერთად აღნიშნეთ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მერწყული

მერწყულებისთვის ეს კვირა ტრიუმფალური იქნება როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. შესანიშნავი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად და იდეების რეალობად ქცევისთვის. სავსებით შესაძლებელია ხელფასის მატება და საყვარელი ადამიანისგან ზღაპრული სიურპრიზი. სრული ბედნიერებისთვის მოამზადეთ არანაკლებ ზღაპრული სიურპრიზი საყვარელი ადამიანისთვის.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

 

თევზები

საახალწლო დღეების შემდეგ საყოფაცხოვრებო სამუშაოებმა შეიძლება სულ თქვენს მხრებზე გადაიაროს. ახლობლების განწყობაზე ზრუნვაც თქვენ მოგიწევთ. შეგიძლიათ ყველაფერს გაუმკლავდეთ! ამ საახალწლო დღეებში ასტროლოგები თევზებს სამოგზაუროდ წასვლას არ ურჩევენ – უმჯობესია ეს დრო სახლში გაატარონ. კვირის ბოლოს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, არაფერი გააკეთონ. შაბათ-კვირა კარგია როგორც დიდი, ისე მცირე შესყიდვებისთვის.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 7.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close