fbpx
ფსიქოლოგია

დაუკვირდით, როგორ ხსნის ადამიანი საჩუქარს და გაიგებთ, ვისთან გაქვთ საქმე

თუ ადამიანს, რომლის ხასიათის გაგებაც გაინტერესებთ, საახალწლო საჩუქარს მიართმევთ, დააკვირდით, როგორ გახსნის მირთმეულ ნივთს. საჩუქრის გახსნის მანერა უამრავ რამეზე მეტყველებს, მიაჩნია ამერიკელ ფსიქოლოგს, ელეინ კანს.

იგი აკურატულად ხსნის შესახვევ ქაღალდს, ისე რომ არ დახიოს და დააზიანოს – ესე იგი, დამოუკიდებელი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია, არასოდეს გადააგდებს იმას, რის გამოყენებაც ჯერ კიდევ შეიძლება.

შეფუთულ ნივთს სწრაფად ახევს ქაღალდს – იგი იმპულსური და ემოციური პიროვნებაა, სულის სიღრმეში ბავშვია. ადამიანებს მისი ბავშვურობა და გულუბრყვილობა ძალიან მოსწონთ.

თავდაპირველად შეფუთულ პაკეტს ხელით სინჯავს – ამ ადამიანს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. შეფუთული საჩუქრის გასინჯვისას ისეთივე სიამოვნებას იღებს, როგორსაც საჩუქრის ნახვისას.

მიღებული საჩუქრის დემონსტრირება უყვარს – ამ პიროვნებას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანთა გართობა. თუ მის საჩუქრებს შორის ტანსაცმელი აღმოჩნდება, მაშინვე ჩაიცვამს და სტუმრების წინაშე წარდგება.

საჩუქარს დიდხანს არ ხსნის – იგი ჩაფიქრებული და გულჩათხრობილი პიროვნებაა. მას მოლოდინი გაცილებით დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე საჩუქრის ნახვა.

საჩუქარს მხოლოდ მაშინ ხსნის, როცა მარტო რჩება – ეს პიროვნება ამჯობინებს, მისი გრძნობები სხვებისგან დაფარული იყოს. ის ადამიანები, რომლები მას რაიმეს ჩუქნიან, პასუხად ზრდილობიან მადლობას იღებენ, მაგრამ ვერასოდეს იგებენ იმ პიროვნების ნამდვილ რეაქციას მიღებულ საჩუქარზე.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close