fbpx
ჰოროსკოპი

„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს

2022 მარტივი წელი არ იქნება, ამიტომ ექსპერტებმა „სიფრთხილის“ სპეციალური ჰოროსკოპი შეიმუშავეს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევები მისცეს – რას უნდა მოერიდონ ისინი ყველაზე მეტად ახალი წლის დადგომის შემდეგ.

ყველასთვის საერთო და ერთ-ერთი პირველი რჩევაა ინტუიციის მოსმენა. უმეტესობისთვის მეექვსე გრძნობა გამძაფრებული იქნება.

ვერძი: პირველ რიგში, „ენერგეტიკულ ვამპირებს“ უნდა მოერიდოთ. ყველაზე მეტი პრობლემა 2022 წელს მათგან გელოდებათ. ეს იქნება წელიწადი, როდესაც შეიძლება მთელი თქვენი მჭევრმეტყველება დაგჭირდეთ იმისთვის, რომ რამენაირად შეამციროთ აგრესიის „გრადუსი“. კიდევ ერთი საფრთხე – უმოქმედობაა. უნდა იმუშაოთ ნებისმიერ სფეროში პრობლემის უსწრაფეს აღმოფხვრაზე.

კურო: კუროები ენერგიის უკონტროლო ხარჯვას უნდა მოერიდოთ. მიზნად უნდა დაისახოთ ისეთი ამოცანები, რომლებთან გამკლავებაც თქვენს ძალებს არ აღემატება. არ გადაიტვირთოთ თავი არც სახლში და არც სამსახურში. თუ არ დაისვენებთ, სწრაფად „გადაიწვებით“ და პრობლემებს წააწყდებით. მაქსიმალური აქტიურობა 2022 წელს შეგიძლიათ მარტიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში.

ტყუპი: არავითარ შემთხვევაში არ მიუშვათ თავის ნებაზე თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის ჩვეული უსიამოვნო ჩვევები. 2022 წელს ისინი შესაძლოა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დიდი განსაცდელის საბაბი გახდეს, სამუშაოსა და ბიზნესში უნდა შეიმუშაოთ ახალი იდეები, კონცეფციები. საშიშია ასევე უმოქმედობა. ვინც ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი თავისთავად ხდება, წააგებს.

კირჩხიბი: თქვენი მთავარი მტერი სტრესია. ის შეიძლება ბევრმა რამ გამოიწვიოს – მუდმივმა მუშაობამ, ჩხუბებმა, წარუმატებლობებმა და ა.შ. თქვენთვის მთავარია, ჰარმონია გქონდეთ საკუთარ თავთან და სამყაროსთან, რომ ნერვულმა სისტემამ მწყობრად იმუშაოს. ასტროლოგები კატეგორიულად გირჩევენ, სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და არ დაისახოთ აუსრულებელი მიზნები.

ლომი: 2022 წელს მოშურნეებსა და მტრებს უნდა მოერიდოთ, თავი დაიცვათ ტოქსიკური ადამიანებისგან. ექსპერტები გირჩევენ, გვერდი აუაროთ ნებისმიერ ჩხუბს, არ მოაწყოთ გარშემომყოფების პროვოცირება ნეგატივზე. რა თქმა უნდა, მოიძებნებიან ისინი, ვინც თქვენზე შურისძიებას გადაწყვეტს. ჩხუბისას კი თქვენი გონება ნორმალურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ.

ქალწული: მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ, არ მოგერიდოთ პატიების თხოვნა. სული უნდა გაიწმინდოთ უსიამოვნო მოგონებებისგან, ნეგატივისგან. ამ კუთხით დაგეხმარებათ გარემოს შეცვლა. არ ღირს ამ წლის განმავლობაში გარისკვა. ახალი საქმის დაწყებამდე ჯერ ნიადაგი მოსინჯეთ, შეაგროვეთ საჭირო ინფორმაცია, რჩევა ჰკითხეთ ახლობლებს. დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ.

სასწორი: თქვენი მთავარი მტერი ბარიერებია ცნობიერებაში. მათგან უნდა გათავისუფლდეთ. ასევე ასტროლოგები არ გირჩევენ ცხოვრების კარდინალურად შეცვლას. არ ღირს სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა, შორეულ მოგზაურობაში წასვლა. გექნებათ ხანმოკლე პერიოდი, ორი თვე – ივლისი–აგვისტო, როდესაც შეძლებთ თავგადასავლების წყურვილის დაკმაყოფილებას.

მორიელი: ყველაზე მეტად ხელს შეგიშლით მავნე ჩვევები, რომლებიც სიცოცხლეს გიწამლავენ თქვენ, თქვენს ურთიერთობებს, აზიანებენ ბიოველს. ამ ჩვევებისგან რომ გათავისუფლდეთ, ჯერ „დიაგნოზი“ უნდა დასვათ. ამაში ირგვლივ მყოფების მოსაზრებები დაგეხმარებათ. კრიტიკას ნუ შეხვდებით აგრესიულად. მათ პირდაპირ ნათქვამსა თუ მინიშნებებში სიმართლეს დაინახავთ.

მშვილდოსანი: ასტროლოგები კატეგორიულად გირჩევენ, ყველანაირად მოერიდოთ ჩხუბსა და კონფლიქტებს. მათგან ბევრი პრობლემა შეგექმნებათ. უნდა შეწყვიტოთ ჩხუბი როგორც ახლობლებთან, ისე უცხო ადამიანებთან, რადგან შესაძლოა, ამან დიდი იმედები გაგიცრუოთ. საკუთარს ვერ მიაღწევთ, ურთიერთობებს კი სულ მარტივად გააფუჭებთ.

თხის რქა: ხშირად უნდა გამოავლინოთ კრეატიულობა, თან არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ეს, რა თქმა უნდა, თქვენი მახასიათებელი არ არის, მაგრამ ჩვეულ მეთოდებს უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავებს სურთ, რომ საქმიანობა ახლებურად დაიწყოთ. ასევე მოერიდეთ ოჯახში კონფლიქტებს. ეს ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობასა და მომხიბვლელობაზე.

მერწყული: თქვენთვის მთავარია, 2022 წელს თავდაჯერებულობა არ დაკარგოთ. სწორედ საკუთარი თავის მიმართ კარგ განწყობას დაეფუძნება თქვენი ყველაზე საუკეთესო მომენტები ამ წელს. ამის წყალობით შეძლებთ სიყვარულის პოვნას და ფინანსური წარმატერბის შენარჩუნებას. ეს წელი ხელსაყრელი იქნება იმ მერწყულებისთვის, რომელთაც პოზიტივზე შეუძლიათ ყურადღების გამახვილება.

თევზები: რაც შეიძლება ნაკლები უნდა ეკონტაქტოთ შურისმაძიებელ ადამიანებს. თუ იძულებული იქნებით, მათთან ურთიერთობა გქონდეთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება მათი პროვოცირება ნეგატივზე. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, არ იმოქმედოთ უცერემონიოდ და ქარაფშუტულად. მნიშვნელოვანია, იყოთ გონებამოკრებილი, კეთილმოსურნე.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close