fbpx
საზოგადოება

„ნამდვილად შოკი იყო… სამჯერ ზედიზედ მოვისმინე… “ – სანდრა რულოვსი „სი­ურ­პ­რი­ზის“ შესახებ, რომელიც ქმარმა მოუწყო (ვიდეო)

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა „დრო­ე­ბა­ში“ პირველად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო.

„ეს იყო შოკი ნი­კო­ლო­ზი­სთვის, ჩემ­თვის… სამ­ჯერ ზე­დი­ზედ მო­ვის­მი­ნეთ და მა­ინც არ მჯე­რო­და. შოკი იყო, უბრალოდ, არ არ­სე­ბობს! ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ამას უარ­ყო­ფის ფა­ზას უწოდე­ბენ. ეს არის დაცვითი მე­ქა­ნიზ­მი, რომ ვერ უყუ­რებ რე­ა­ლო­ბას თვალებ­ში, რად­გან არ გინდა აღიარო… ეს არის დარ­ტყმა… მერე მივხვდი, რომ ეს მართლა მიშა იყო, აშკარად ემშვიდობებოდა წარსულს. მადლობები გვიხადა და მერე უკვე მომიწია რაღაცნაირად ამნის აღიარება, რომ რაღაცები რადიკალურად შეიცვალა და მე ამის შესახებ არ ვიცოდი. ძალიან მიუღებელ იყო ფორმა, მთელი ქვეყნის წინაშე, არა მარტო საქართველოს, ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ნახა და უდროოც იყო ძალიან“, – ამბობს სანდრა რულოვსი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close