fbpx
მედიცინაnews

დადგინდა „ომიკრონის“ უპირველესი სიმპტომი

სამხრეთაფრიკელმა მედიკოსებმა, სადაც პირველად გამოვლინდა კორონავირუსის ახალი მუტანტი ვარიანტი, „ომიკრონით“ ინფიცირების ერთ-ერთი უპირველესი სიმპტომი დაადგინეს, რომელიც მანამ ჩნდება, სანამ ადამიანი ცუდად იგრძნობს თავს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, თუ ხმა მოულოდნელად და უმიზეზოდ ჩაგეხრინწათ (ანუ არ გიმღერიათ, არ გიყვირიათ და ა. შ.), აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ტესტი კორონავირუსზე, ვინაიდან ხმის ჩახლეჩა „ომიკრონის“ ერთ-ერთი პირველი ნიშანია.“

ექიმების თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევაში პაციენტებს არ აწუხებთ ყელის ტკივილი, როგორც ეს „დელტას“ დროს ხდება, მათ მხოლოდ თითქოს ეფხანებათ ყელი.

როგორც სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის უდიდესი მზღვეველის Discovery Health-ის ხელმძღვანელმა რაიან როუჩმა განაცხადა, ეს „ომიკრონით“ ინფიცირების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულ პაციენტს შესაძლოა წელიც ასტკივდეს. სპეციალისტების თქმით, არც ყელის ფხანა და არც წელის ტკივილი მანამდე არცერთი სხვა ვარიანტის სიმპტომებად არ ყოფილა რეგისტრირებული.

„ომიკრონის“ სხვა ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

  • სურდო / გაჭედილი ცხვირი;
  • თავის ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • ცემინება;
  • ოფლიანობა ღამით;
  • მტვრევა სხეულში.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close