შეუცნობელი

ნოსტრადამუსის ექვსი წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის, რომლის ასრულება დაწყებულია

მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ასტროლოგის, მიშელ ნოსტრადამუსის „წინასწარმეტყველებები“ წლებია სპეციალისტებისა და ასტროლოგების დაკვირვების ობიექტია. მისი არაერთი წინასწარმეტყველება ზედმიწევნით ახდა. თუ სპეციალისტების მიერ ნოსტრადამუსის ტექსტის გაშიფრულ ვარიანტს დავუჯერებთ, 2022 წელიც მღელვარებით სავსე იქნება.

პირველი ნაწილი მიგრაციას და ომს ეხება. ომი გამოიწვევს შიმშილსა და ხალხების მიგრაციას. ტექსტში, მიგრაციის ნაწილი უფრო დაკონკრეტებულია და იკითხება, რომ ევროპის სანაპიროებზე გადმოვლენ მიგრანტები, იმაზე შვიდჯერ მეტი, რაც აქამდე ყოფილა და მათ, ვინც სიკვდილს გადაურჩება, ან გაქცევას ვერ მოახერხებს, დაატუსაღებენ.

შემდეგი ნაწილი კლიმატს ეხება. შესაძლოა დაიწყოს ომი, რომელიც კლიმატური ცვლილებებით პროვოცირებული. უფრო კონკრეტულად კი, კლიმატური ცვლილებების გამო, შესაძლოა შემცირდეს სასიცოცხლოდ საჭირო რესურსები რომელიმე ქვეყანაში და შესაბამისად დაარტყას მეზობელ ქვეყანას.

2022 წლის მესამე წინასწარმეტყველება, ევროკავშირის შესახებაა. კავშირმა, რომელიც 1957 წელს შეიქმნა, შესაძლოა 2022 წელს დაშლა დაიწყოს და „ბრექსიტი“ ამის პირველი ნიშანი გახლდათ.

ნოსტრადამუსის ყურადღების ცენტრში პარიზიც მოექცა. ტექსტის მიხედვით გაურკვეველია, რატომ შეიძლება გახდეს პარიზი ომის ეპიცენტრი, რომელიც შესაძლოა გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილი აღმოჩნდეს.

მომდევნო წინასწარმეტყველება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის სიკვდილს ეხება, რომელსაც „ტახტზე“, სავარაუდოდ, მისივე ოჯახის წარმომადგენელი შეცვლის.

2022 წლის წინასწარმეტყველებები იაპონიაში სავარაუდო მიწისძვრით მთავრდება, რომელსაც დიდი მატერიალური ზარალი მოჰყვება.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close