fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალია: სად არის სავალდებულო Ffp2 ნიღბის ტარება

23 დეკემბერს დამტკიცებული ახალი „სადღესასწაულო“ დადგენილების თანახმად, დღეიდან,  27 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ადამიანთა მასობრივი შეკრების ადგილებში Ffp2 ტიპის ნიღბის ტარების ვალდებულება.

ახალი დადგენილების მიზანია Covid-19-ის ინფექციის გავრცელების შეჩერება და მას, შესაბამისად, შემოაქვს ახალი წესები და შეზღუდვები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის Ffp2 ნიღბის (კორონავირუსისგან დაცვის თვალსაზრისით ეს პირბადე ყველაზე ეფექტიანია) ტარების ვალდებულება ადგილებში, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ბევრი ადამიანი მოიყრის თავს.

27 დეკემბრიდან, როდესაც დადგენილება ძალაში შევიდა, Ffp2 ნიღაბი სავალდებულოა შემდეგ ადგილებში:

  • თეატრებში;
  • მუზეუმებში;
  • სტადიონებზე;
  • სპორტულ ღონისძიებებზე;
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტში;
  • ადგილობრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

სხვა ადგილებში კი, სადაც Ffp2-ს მოთხოვნა არ არსებობს, სავალდებულოა ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღბების ტარება, როგორც აქამდე იყო – ყველა სახის დახურულ შენობაში, იქნება ეს სამუშაო ადგილები, თუ რესტორნები, ბარები და მაღაზიები.

„ანსას“ ინფორმაციით, დადგენილების ძალაში შესვლის პირველ დღეს კონტროლმა აჩვენა, რომ Ffp2 ნიღაბი მხოლოდ 50%-ს ეკეთა, ზოგიერთ მგზავრს კი საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ვალდებულების შესახებ.

დღეს საღამოს გასაჯაროებული ოფიციალური ინფორმაციით, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 142 პაციენტი; კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 8,9%-ს უდრის.

შობა დღეს კი პანდემიის „აბსოლუტური რეკორდი“ დაფიქსირდა – 54 762 ახალი შემთხვევა, საიდანაც, ტრენტოს უნივერსიტეტის პროფესორის და ობსერვატორიის კოორდინატორის, რობერტო ბატისტონის განცხადებით, 45% „ომიკრონით“ ინფიცირებულია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close