მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ინგლისში ერთ-ერთი კუნძულის მეფის/დედოფლის ვაკანსია გამოცხადდა

ინგლისის ქალაქ ბეროუ-ინ-ფერნესის საქალაქო საბჭომ კუნძულ პილ აილენდის მეფის/დედოფლის ვაკანსია გამოაცხადა.

კუნძულ პილ აილენდის მეფედ კურთხევას განსაკუთრებული წესი აქვს. მომავალი მონარქი ხის სამეფო ტახტზე ჯდება, ხელში იღებს ძველ ხმალს, იხურავს მუზარადს, რის შემდეგაც მას თავზე ალკოჰოლს ასხამენ. პილ აილენდის ბოლო მეფე სტივ ჩეტეუეი იყო, ის მეფედ 2007 წელს აკურთხეს.

კუნძული ბეროუ-ინ-ფერნესიდან 800 მეტრში მდებარეობს. მეფის მოვალეობებში ბარისა და სასტუმროს მართვა და მე-14 საუკუნის სასახლის მოვლა-პატრონობა შედის. ტურისტები პილ აილენდზე მხოლოდ აპრილიდან სექტემბრამდე ჩადიან, როცა ქალაქსა და კუნძულს საბორნე მიმოსვლა მოქმედებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close