მოგზაურობამსოფლიო

აშშ ზოგიერთი არასამიგრაციო ვიზის გაცემის მიზნით გასაუბრებებს 2022 წელს განაახლებს

აშშ ზოგიერთი არასამიგრაციო ვიზების გაცემის მიზნით გასაუბრებებს 2022 წელს განაახლებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს.

სავიზო განაცხადების განხილვის მიზნით აპლიკანტებთან გასაუბრება კოვიდპანდემიის გამო ქვეყნების უმეტესობაში შეწყვეტილი იყო.

„კოვიდპანდემიის შედეგად სავიზო განაცხადების განხილვის შესაძლებლობა საგრძნობლად შემცირდა. გლობალური მოგზაურობის აღდგენისას ჩვენ ვდგამთ დროებით ნაბიჯს, რათა შევამციროთ ვიზების გაცემის ლოდინის დრო“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

ამიერიდან საკონსულოებს ექნებათ საშუალება, დანიშნონ გასაუბრება ათზე მეტი კატეგორიის ვიზების მიღების მსურველებთან, მათ შორის, სტუდენტებთან, სპორტსმენებთან, ხელოვანებთან. ვიზების კატეგორიების სრული ჩამონათვალი, რომელთა განხილვაც განახლდება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close