fbpx
ქართველები უცხოეთშიარტისტი

ალექსანდრე ზაზარაშვილმა ამერიკაში კონექტიკუტის შტატის „ნიჭიერში“ გაიმარჯვა

ალექსანდრე ზაზარაშვილმა აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში ჩატარებულ „ნიჭიერში“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას 15 წლის ქართველი მომღერალი თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

„უბედნიერესი ვარ!!! კონექტიკუტის „ნიჭიერში“ გავიმარჯვე. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მხარდაჭერისათვის, ყველანაირი სირთულე გადავლახეთ, ყველანაირი გამოწვევა და კონკურენცია და მაინც, მაინც შევძელით გამარჯვება!. უბედნიერესი ვარ, რადგან დღევანდელმა დღემ მე მომცა მოვალის რწმენა, ეს არის პირველი კონკურსი ჩემი პაუზის შემდეგ და ამიტომ, ორმაგად ვნერვიულობდი, ამას დაემატა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს საგულშემატკივროდ სხვა შტატებიდან და ძალიან მინდოდა, რომ ისინი მესახელებინა და გამარჯვებით დასრულებულიყო ეს ყველაფერი! და ასეც მოხდა, უფალი ჩვენთანაა!!!“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ის კონექტიკუტის შტატის „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close