fbpx
ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ოქროს ღილაკი „ოქროს“ ბიჭს – ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული „ნიჭიერის“ ფინალისტია (ვიდეო)

ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ის კონექტიკუტის შტატის „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.

„კონექტიკუტის ნიჭიერში ჟიურისგან ოქროს ღილაკი მივიღე, რაც იმას ნიშნავს რომ 18 დეკემბერს იქნება უდიდესი ბრძოლა ამ სცენაზე გამარჯვებისათვის ♥️🙏

მე ჩემს ძალებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად წარვსდგე, მაგრამ თქვენი უდიდესი თანადგომა იქნება საჭირო და ხმის მიცემები!

მიყვარხართ ყველა, ვინც მგულშემატკივრობდით გუშინ, უდიდეს ძალას მაძლევდით და განსაკუთრებით აი ეს ადამიანები, რომლებმაც დაანგრიეს დარბაზი ჩემი სახელის ყვირილით! მადლობა ყველას, და უფალს, რომ ასეთი ლამაზი დღე მაჩუქა, ამის გარდა ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, იყო ის, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებიც დარბაზში, როდესაც სიმღერა დავამთავრე ყვიროდნენ! WE LOVE YOU, ALEX! და იმხელა სტიმული მომეცა, რომ ვერ ავღწერ… მოკლედ უმაგრესი დღე იყო! მაგრამ უკეთესი გველოდება წინ!!! გამარჯვებისკენ! 🏆🇬🇪“, – წერს ალექ­სან­დრე ზაზარაშვილი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი არა­ერ­თი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მათ შო­რის, უკრაინული საბავშვო „ვო­ი­სის“ 2019 წელს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close